დილერი
სამორინე „ამბასადორი“ აცხადების ვაკანსიას დილერის თანამდებობაზე.
საჭირო უნარები: - პუნქტუალური - კომუნიკაბელური - დეტალებზე ორიენტირებული - სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი - ფიზიკური და მენტალური გამძლეობა - კარგი მეხსიერება - მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა - გუნდური მუშაობის უნარი
ჩვენი პირობები: - შრომითი ხელშეკრულება - სტაბილური მაღალი ანაზღაურება - ხელსაყრელი სამუშაო გრაფიკი 2-2ზე 12 საათიანი გრაფიკით - დაზღვევა
ძირითადი მოვალეობები: - იცოდეს კაზინოში მიმდინარე ყველა თამაშის წესები და შესაბამისი გადახდები. - იცოდეს თითოეული თამაშის პროცესის წარმართვის პროცედურები. - დაიცვას მისი პოზიციისთვის დაწესებული ყველა დისციპლინარული, ეთიკური და ჰიგიენური ნორმები. - სამსახურში გამოცხადდეს გრაფიკით დადგენილ დღეებსა და საათებში. - უზრუნველყოს, რომ ყველა გაკეთებული ფსონი იყოს მინიმალურ და მაქსიმალურ ლიმიტში. - ბანქოს მაგიდებთან იმოქმედოს კაზინოს დადგენილი სახელმძვანელოს მიხედვით. - გადაცვალოს ფული ჩიპებად და პირიქით. - საჭიროების შემთხვევაში შეახსენოს მოთამაშეებს თამაშის წესები. - აწარმოოს ფსონების ზუსტი ანალიზი, მოთამაშეების მოგება / წაგება. - თავისი თავაზიანობით შექმნას სასიამოვნო და გასართობი ატმოსფერო მოთამაშეებითვის. - ნებისმიერი უკანონო აქტი მოახსენოს თავის ზედამხედველს. - შეასრულოს ტექნიკური და ფუნქციური სათამაშო მოვალეობები, რაც გაწერილია კაზინოს მენეჯმენტის მიერ. - შეეძლოს კაზინოს აღჭურვილობასთან მუშაობა. (ბანქო, სათვალავი (ფიშკები) შაფლი, ჩიპ-მანქანები და სხვა) - პასუხისმგებელი იყოს კომფიდენციალური ინფორმაციის დაცვაზე. - პასუხისმგებელია ბანქოს და ჩიპების ყუთი ქონდეს მუდმივად მოწესრიგებული,
დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე, ფოტოსურათით, შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr@ambassadori.casino და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება