Вакансий 9 471
Заработок

Приводите людей на findjobs.ge и получайте 5⁠–⁠25% от их оплат. Начать бесплатно, оплата за результат.

← Все вакансии

CP9XB8GN Опубликовано 23 окт Просмотров: 19

შეკვეთების მართვის სპეციალისტი

თერმო ცენტრი внешнее объявление
Войти и откликнуться
₾1500 / мес Приём откликов до 14 ноя
Страховка · в объявлении

კომპანია "თერმო ცენტრი" 2001 წლიდან არსებობს ქართულ ბაზარზე. მის საქმიანობაში შედის მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან ცენტრალური გათბობის, სანტექნიკის, წყალმომარაგებისა და კანალიზაციის სისტემების გასამართად საჭირო მასალების იმპორტი საქართველოში. ასევე, კომპანია ოპერირებს წარმოების მიმართულებითაც.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს შემდეგ მისამართზე: http://www.thermocenter.ge

შპს "თერმო ცენტრი" აცხადებს ვაკანსიას შეკვეთების მართვის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, აფრიკის დასახლება, ქინძმარაულის ქ #15 გრაფიკი: კვირაში 5 დღე, ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00 ანაზღაურება: პირველი 6 თვე 1500 ლარი (ხელზე ასაღები), მე-7 თვიდან 1800 ლარი (საგამოცდო ვადის წარმატებით დასრულების შემთხვევაში)

ჩვენ გთავაზობთ:

  • კვებას
  • ჯანმრთელობის დაზღვევას
  • ფიტპასს

ფუნქცია-მოვალეობები:

  • სამღებროში შემოსული შეკვეთების მართვა და მათი პროგრამული აღრიცხვა
  • სამღებროში არსებული დოკუმენტბრუნვის წარმოება და კონტროლი
  • შეკვეთების გადამოწმება, შეკვეთების სტატუსების მონიტორინგი, ვადების კონტროლი
  • სააღრიცხვო პროგრამაში ზედნადებების ატვირთვა და დადასტურება
  • პერიოდული ინვენტარიზაცია
  • კომპეტენციის ფარგლებში, ხელმძღვანელის მითითებით სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა დავალებების შესრულება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის 1-წლიანი გამოცდილება
  • საბუღალტრო/საოპერაციო პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება (უპირატესობა მიენიჭება FINA-ში მუშაობის გამოცდილებას)

პიროვნული თვისებები:

  • დეტალებზე ორიენტირებულობა
  • ორგანიზებულობა
  • გუნდური მუშაობის უნარი
  • პასუხისმგებლობა

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე მისამართზე და სათაურის ველში (subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - "შეკვეთების მართვის სპეციალისტი".

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 13.11.2026

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, კომპანიამ "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის ფარგლებში შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს

Поделиться этой страницей FacebookTelegramLinkedInX

Пожаловаться

Вам угрожает опасность прямо сейчас? Звоните 112.

Заработок Знаете, кому подойдёт эта вакансия?Отправьте её по своей ссылке: друзья, которые придут и откликнутся, принесут вам очки, а одобренные партнёры зарабатывают деньги. Заработок с нами →
Это ваше объявление?

Мы публикуем копию этого объявления, чтобы его нашли те, кто ищет работу в Грузии, со ссылкой на первоисточник. Если оно ваше, вы можете взять управление им на себя, или попросить нас его снять.

Полученное объявление становится прямым: неделю после публикации или поднятия показывается выше собранных с других сайтов, его можно редактировать, поднимать и закрывать, а ещё оно попадает в поиск вакансий Google.

Похожие объявления

Ищете сотрудника? Разместите вакансию бесплатно.

Размещение бесплатно