ფილიალის მენეჯერი
Опубликовано 12 ноя (осталось 31 дн.) Приём откликов до 13 дек
"აგრონოვა" საქართველოში ერთ-ერთი უმსხვილესი იმპორტიორი კომპანიაა, რომელიც მომხმარებლებს უმაღლესი ხარისხის ჰიბრიდულ სათესლე მასალას, მცენარეთა დაცვის საშუალებებს, მინერალურ სასუქებსა და სარწყავ სისტემებს სთავაზობს.
კომპანია აქტიურად აფართოებს საცალო სარეალიზაციო ქსელს და პროფესიონალ, განვითარებაზე ორიენტირებულ გუნდში იწვევს ახალ თანამშრომლებს ფილიალის მენეჯერის პოზიციაზე შემდეგ ლოკაციებზე: თბილისი, ქუთაისი, გორი, გეგუთი, ქვიტირი და ჩადუნიანი.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები
- ფილიალის ყოველდღიური საქმიანობის ორგანიზება, მართვა და ეფექტიანი მუშაობის უზრუნველყოფა;
- მომსახურების სტანდარტებისა და კომპანიის შიდა პროცედურების დაცვის კონტროლი;
- მომხმარებელთა უკუკავშირის მიღება, ანალიზი და შესაბამისი რეაგირება;
- პროდუქციის მიღების, განთავსების, შენახვის, ნაშთებისა და ვარგისიანობის ვადების მუდმივი კონტროლი;
- სავაჭრო სივრცეში პროდუქციის სათანადო განლაგებისა და ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა;
- სარეკლამო კამპანიებისა და აქციების დროული და ეფექტიანი განხორციელების კონტროლი;
- სალარო ოპერაციების, ფულადი სახსრებისა და სამუშაო დღის დახურვის პროცედურების კონტროლი;
- მომწოდებლებთან და კომპანიის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულებთან ეფექტიანი კომუნიკაციის უზრუნველყოფა;
- ფილიალის საქმიანობის შესახებ ანგარიშებისა და პერიოდული ინფორმაციის მომზადება;
- ფილიალის ეფექტიანობისა და შედეგების გაუმჯობესებაზე ორიენტირებული ინიციატივების შემუშავება და განხორციელება;
- ახალი თანამშრომლების შერჩევისა და ადაპტაციის პროცესში მონაწილეობა;
- გუნდის საქმიანობის კოორდინაცია, თანამშრომელთა სწავლება, განვითარება და შესრულებული სამუშაოს კონტროლი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, მენეჯმენტის, აგრონომიის ან მომიჯნავე სფეროში;
- ფილიალის მართვის ან მსგავს მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების ცოდნა;
- მაღაზიის მართვის პროგრამებთან მუშაობის გამოცდილება (ბალანსი, 1C, აპექსი ან სხვა);
- უცხო ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
პიროვნული კომპეტენციები
- ორგანიზებულობა და მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა;
- ანალიტიკური აზროვნება და გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი;
- ლიდერული და კომუნიკაციის უნარები;
- მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
- დამოუკიდებლად და გუნდში ეფექტურად მუშაობის უნარი.
სამუშაო გრაფიკი: სრული სამუშაო კვირა. სამუშაო ადგილი: თბილისი, ქუთაისი, გორი, გეგუთი, ქვიტირი და ჩადუნიანი.
დაინტერესებულ კანდიდატებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე.
შეავსე ფორმა: https://forms.gle/oQGegPTYHYGRLn1LA
ელფოსტის სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება და სასურველი ლოკაცია: ფილიალის მენეჯერი - [ქალაქი/ლოკაცია].
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
პერსონალური მონაცემების დამუშავება
ვაკანსიაზე განაცხადის გამოგზავნითა და პერსონალური მონაცემების შემცველი დოკუმენტის წარმოდგენით, კანდიდატი თანხმობას აცხადებს მისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე, მათ შორის მონაცემთა ბაზაში შენახვაზე, მომდევნო წლის 31 დეკემბრამდე, რათა შესაბამისი ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში კომპანიამ განიხილოს მისი კანდიდატურა.
იმ შემთხვევაში, თუ კანდიდატის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია შეიცავს მესამე პირის პერსონალურ მონაცემებს, კანდიდატი ვალდებულია დაიცვას საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული მოთხოვნები, მათ შორის უზრუნველყოს მონაცემთა სუბიექტის ინფორმირება და, საჭიროების შემთხვევაში, მისგან სათანადო თანხმობის მოპოვება.