ექიმი პედიატრი საჭყუმპალაოში
"ვაკის საცურაო აუზი" საქართველოში ყველაზე დიდი და კეთილმოწყობილი საცურაო აუზი, ორი სატრენაჟორო დარბაზით, 2004 წლიდან მომხმარებლებს სთავაზობს უმაღლესი ხარისხის მომსახურებას ფიტნესთან და ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ სფეროში.
ვაკანსიის დასახელება: საჭყუმპალაოში ექიმი პედიატრი
ადგილმდებარეობა: თბილისი, ი. ჭავჭავაძის გამზ. 49ბ სამუშაო გრაფიკი: ცვლებში (დღეში 6 საათიანი სამუშაო გრაფიკი) ანაზღაურება: 850 ლარი (ხელზე ასაღები)
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
საჭყუმპალაო (საბავშვო აუზი)
- ფორმა 100-ის გაცემა;
- საჭიროების შემთხვევაში პირველადი სამედიცინო დახმარების გაწევა;
- შესრულებული სამუშაოს შესახებ ანგარიშის წარდგენა დადგენილი წესის შესაბამისად.
ძირითადი მოთხოვნები
- უმაღლესი სამედიცინო განათლება
- სავალდებულოა სახელმწიფო სერტიფიკატის ფლობა
- პასუხისმგებლობიანი
- დეტალებზე ორიენტირებული
- გუნდური
- კეთილგანწყობილი/მომხმარებლებზე ორიენტირებული
თანამშრომლებს ვთავაზობთ
- კეთილგანწყობილ და გუნდურ გარემოს;
- აუზით უფასოდ სარგებლობას.
დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე (CV) და სერტიფიკატის ასლი მეილზე.
ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე.
კანდიდატების შერჩევა მოხდება გასაუბრების საფუძველზე.