Партнёр

Бесплатные объявления по всей Грузии.

Открыть classified.ge
← Все вакансии

DHD515VK Опубликовано 10 ноя Просмотров: 0

აღმზრდელის რეზერვი

საზოგადოება ბილიკი внешнее объявление
Гори Полная занятость Образование Няня
По договорённости Приём откликов до 11 дек
Войти и откликнуться

"საზოგადოება ბილიკი", პროექტის "ბავშვზე ზრუნვის სახელმწიფო პროგრამა" ფარგლებში, გორში აცხადებს კონკურსს "მცირე საოჯახო სახლში" აღმზრდელის რეზერვის პოზიციაზე.

მცირე საოჯახო სახლი წარმოადგენს ოჯახის ჩამნაცვლებელ მომსახურებას, რომლის მიზანია ოჯახურ გარემოს მოკლებული ბავშვები უზრუნველყოს მუდმივი ზრუნვით. ბავშვები მუდმივად ცხოვრობენ სახლში, სადაც მათზე ზრუნვას ახორციელებს 4 აღმზრდელი და 1 ლიდერი.

მცირე საოჯახო სახლში ცხოვრობს 6-დან 18 წლამდე ასაკის 10 ბავშვი.

სახლი ზრუნავს ბავშვების ოჯახურ გარემოში აღზრდასა და განვითარებაზე. ასევე იმ სასიცოცხლო უნარ-ჩვევების ჩამოყალიბებაზე, რომლებიც ხელს შეუწყობს მათ დამოუკიდებელ ცხოვრებას საზოგადოებაში. აღმზრდელები 24 საათის განმავლობაში მუშაობენ (მცოცავი გრაფიკით).

ზრუნვის პროცესში აღმზრდელების ძირითად მოვალეობას წარმოადგენს:

  • ბავშვისთვის უსაფრთხო და მზრუნველი გარემოს შექმნა;
  • ბავშვის ღირსების, საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და თავისებურებების დაცვა;
  • ბავშვის ემოციური, ფიზიკური, ინტელექტუალური და სოციალური განვითარების ხელშეწყობა;
  • ბავშვზე ზრუნვა ინდივიდუალური საჭიროების შესაბამისად;

კანდიდატები ვაკანსიაზე უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს და გააჩნდეთ შემდეგი კვალიფიკაცია:

  • ბავშვებთან და მოზარდთან მუშაობის გამოცდილება (მინიმუმ 1 წელი)
  • უმაღლესი განათლება
  • ორგანიზებულობის, ხელმძღვანელობის, დროის მართვის, პრობლემის გადაჭრის უნარ-ჩვევები
  • კომუნიკაციის, კონფლიქტების გადაწყვეტის, გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევები, შემოქმედებითი და ანალიტიკური აზროვნების უნარი

გთხოვთ, თქვენი რეზიუმე /CV გამოაგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე და subject-ში კი მიუთითეთ "ვაკანსია აღმზრდელის რეზერვის პოზიციაზე გორში."

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 30 ნოემბერი 2026 წელი.

დამატებითი კითხვების შემთხვევაში დაგვიკავშირდით ნომერზე.

Поделиться этой страницей FacebookTelegramLinkedInX

Пожаловаться

Вам угрожает опасность прямо сейчас? Звоните 112.

Заработок Знаете, кому подойдёт эта вакансия?Отправьте её по своей ссылке: друзья, которые придут и откликнутся, принесут вам очки, а одобренные партнёры зарабатывают деньги. Заработок с нами →
Это ваше объявление?

Мы публикуем копию этого объявления, чтобы его нашли те, кто ищет работу в Грузии, со ссылкой на первоисточник. Если оно ваше, вы можете взять управление им на себя, или попросить нас его снять.

Полученное объявление становится прямым: неделю после публикации или поднятия показывается выше собранных с других сайтов, его можно редактировать, поднимать и закрывать, а ещё оно попадает в поиск вакансий Google.

Похожие объявления

Ищете сотрудника? Разместите вакансию бесплатно.

Размещение бесплатно