Помощник техника - стажер
Переведено автоматически с языка оригинала. Читать оригинал по-грузински →
„თბილისის ტაქსოპარკი“ აცხადებს ვაკანსიას ტექნიკოსის დამხმარის (სტაჟიორის) პოზიციაზე, საკუთარი ავტოპარკისა და განვითარებადი ავტოსერვისის გუნდისთვის.
თუ ავტომობილები და ტექნიკა გაინტერესებს და გინდა პროფესიის სწავლა, გამოცდილება აუცილებელი არ არის.
ძირითადი მოვალეობები:
- ტექნიკოსის დახმარება ავტომობილების შემოწმებისა და შეკეთების პროცესში;
- მარტივი ტექნიკური და მექანიკური სამუშაოების შესრულება;
- ავტომობილების ტექნიკური მდგომარეობის შემოწმებაში მონაწილეობა;
- ხელსაწყოებისა და სამუშაო სივრცის მოწესრიგება;
- ტექნიკოსის მითითებების შესრულება.
მოთხოვნები:
- ავტომობილებით და ტექნიკით დაინტერესება;
- ტექნიკური აზროვნება;
- ხელით მუშაობის უნარი;
- პასუხისმგებლობა და პუნქტუალურობა;
- სწავლისა და პროფესიული განვითარების სურვილი.
გამოცდილება აუცილებელი არ არის.
რას ისწავლი სამუშაო პროცესში:
- ავტომობილის ტექნიკურ შემოწმებას;
- მექანიკურ და სავალი ნაწილის სამუშაოებს;
- კომპიუტერულ დიაგნოსტიკას;
- Toyota Prius-ის ჰიბრიდულ სისტემებს;
- Tesla-სა და სხვა ელექტრომობილების მოწყობას;
- მაღალი ძაბვის სისტემებთან უსაფრთხო მუშაობის საფუძვლებს.
რას გთავაზობთ:
- ადგილზე სწავლებას;
- ყოველდღიურ პრაქტიკას რეალურ ავტომობილებზე;
- Tesla/EV მიმართულებით პროფესიულ განვითარებას;
- მომავალში დამოუკიდებელ ტექნიკოსად გაზრდის შესაძლებლობას;
- სტაბილურ სამუშაოს.
ანაზღაურება: 1,500 ლარი, გარანტირებული მინიმუმი. რეალური ანაზღაურება დამოკიდებულია გამოცდილებაზე, კვალიფიკაციასა და შედეგებზე და შეიძლება იყოს უფრო მაღალი.
სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო გრაფიკი: შეთანხმებით
CV აუცილებელი არ არის, შეგიძლიათ პირდაპირ დაგვიკავშირდეთ.
Мы публикуем копию этого объявления, чтобы его нашли те, кто ищет работу в Грузии, со ссылкой на первоисточник. Если оно ваше, вы можете взять управление им на себя, или попросить нас его снять.
Полученное объявление становится прямым: неделю после публикации или поднятия показывается выше собранных с других сайтов, его можно редактировать, поднимать и закрывать, а ещё оно попадает в поиск вакансий Google.