HR სპეციალისტი
კომპანია "სონო კრედიტი" აცხადებს ვაკანსიას HR სპეციალისტის პოზიციაზე.
ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი; სამუშაო ფორმატი: სრული; ანაზღაურება: განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად.
ვეძებთ პასუხისმგებლობიან, ორგანიზებულ და კომუნიკაბელურ ადამიანს, რომელიც ჩაერთვება ადამიანური რესურსების მართვისა და ადმინისტრირების ყოველდღიურ პროცესებში.
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
- რეკრუტინგის პროცესში მონაწილეობა;
- დოკუმენტაციის მომზადება და წარმოება;
- თანამშრომელთა პირადი საქმეებისა და მონაცემების განახლება;
- შვებულებების და სხვა საკადრო საკითხების ადმინისტრირება;
- თანამშრომლების HR საკითხებთან დაკავშირებული მოთხოვნების მართვა;
- HR პროცესების გაუმჯობესებაში მონაწილეობა;
- ხელმძღვანელობისთვის საჭირო HR ინფორმაციისა და ანგარიშების მომზადება;
- შრომის ბაზრისა და შესაბამის პოზიციებზე ანაზღაურების ტენდენციების მონიტორინგი.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება;
- HR მიმართულებით მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- შრომის კანონმდებლობის ზოგადი ცოდნა;
- MS Office პროგრამების ცოდნა;
- გამართული კომუნიკაციისა და წერითი უნარები;
- ორგანიზებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- კონფიდენციალურ ინფორმაციასთან მუშაობის უნარი;
- გუნდური მუშაობის უნარი.
პიროვნული უნარები:
- ეფექტური კომუნიკაცია;
- დროისა და პრიორიტეტების სწორად მართვა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.
ჩვენ გთავაზობთ:
- სტაბილურ კომპანიაში მუშაობის შესაძლებლობას;
- მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს;
- საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაო პროცესს;
- კვალიფიკაციისა და გამოცდილების შესაბამის ანაზღაურებას.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე ასევე, ელ.ფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: HR სპეციალისტი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
Мы публикуем копию этого объявления, чтобы его нашли те, кто ищет работу в Грузии, со ссылкой на первоисточник. Если оно ваше, вы можете взять управление им на себя, или попросить нас его снять.
Полученное объявление становится прямым: неделю после публикации или поднятия показывается выше собранных с других сайтов, его можно редактировать, поднимать и закрывать, а ещё оно попадает в поиск вакансий Google.