8893 активных вакансий
← Все вакансии

FF7WYED7 Опубликовано 25 авг 0 просмотров

ოფისის ასისტენტი - სტაჟირება

SN Creative Rescue Team внешнее объявление
Тбилиси Стажировка Администрация / менеджмент
По договорённости Приём откликов до

"SN Creative Rescue Team" ეძებს ენერგიულ და რეატიულ გუნდის წევრს ოფისის ასისტენტის სტაჟირებაზე.

SN Group 2012 წლიდან მოღვაწეობს სარეკლამო სფეროში და მომხმარებელს სთავაზობს კრეატიულ, ინოვაციურ და შედეგზე ორიენტირებულ სერვისებს როგორც დიზაინის, ისე ბრენდინგის და რეკლამის მიმართულებით.

იხილეთ მეტი:

https://www.sncreative.ge/

https://www.sngeorgia.ge/

http://www.sndesign.ge/cgi-sys/defaultwebpage.cgi

ძირითადი მოვალეობები:

** კლიენტებთან, პარტნიორებთან, კურიერულ კომპანიებსა და მომწოდებლებთან კომუნიკაცია ტელეფონითა და ელფოსტით;

** შეხვედრების ორგანიზებაში მონაწილეობა, საოფისე პროცესების მხარდაჭერა და საჭიროების შემთხვევაში სხვადასხვა შესყიდვის, მიტანისა და საორგანიზაციო საკითხების უზრუნველყოფა;

** კომპანიის ელფოსტის ადმინისტრირება, წერილების გადაგზავნა და საჭირო კომუნიკაციის უზრუნველყოფა;

** ადმინისტრაციული დოკუმენტაციის მართვა;

** ხელმძღვანელისა და გუნდის ყოველდღიური ადმინისტრაციული და ოპერაციული დავალებების დროული და ეფექტური შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება ან დამამთავრებელი კურსის სტუდენტი;

** საოფისე პროგრამების (Word, Excel, PowerPoint) კარგად ცოდნა.

პიროვნული თვისებები:

** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;

** კომუნიკაციის და მოლაპარაკების წარმოების უნარი;

** დროის ეფექტურად მართვის უნარი;

** მრავალ დავალებაზე ერთდროულად მუშაობის უნარი;

** ორგანიზებულობა;

** გუნდში მუშაობის უნარი.

რას გთავაზობთ ჩვენ:

** პროფესიულ გარემოს, სადაც შესაძლებლობა გექნება, იმუშაო გამოცდილ პროფესიონალებთან ერთად და მუდმივად განვითარდე;

** მეგობრულ და მხარდამჭერ გუნდს.

ანაზღაურება: შეთანხმებით.

სამუშაო განრიგი: სრული სამუშაო დღე.

სამუშაო ადგილი: D Block, სასტუმრო სტამბა.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე:, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.

Поделиться этой страницей FacebookTelegramLinkedInX

Пожаловаться

Это ваше объявление?

Мы публикуем копию этого объявления, чтобы его нашли те, кто ищет работу в Грузии, со ссылкой на первоисточник. Если оно ваше, вы можете взять управление им на себя, или попросить нас его снять.

Полученное объявление становится прямым: показывается выше зеркальных копий, отклики приходят в вашу панель, а объявление попадает в поиск вакансий Google.

О работодателе
SN Creative Rescue Team
Похожие объявления

Нанимайте в Грузии без лишних хлопот

Бесплатно для всех