აზერ.და რუს. ენოვანი მოგზაური სუროგატების კოორდინატორი
Опубликовано 18 ноя (осталось 30 дн.) Приём откликов до 18 дек
სამედიცინო ტურიზმის სააგენტო შპს "აი ვი ეფ ტურს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას აზერბაიჯანულ და რუსულენოვანი მოგზაური სუროგატების კოორდინატორის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, სულხან ცინცაძის ქ. №23 სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე.
ძირითადი მოვალეობები
- აზერბაიჯანულენოვან პაციენტებთან ყოველდღიური კომუნიკაცია;
- სუროგაციისა და IVF პროგრამების კოორდინაცია და ადმინისტრირება;
- პაციენტებისთვის პროგრამების, პროცედურებისა და მათი ეტაპების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
- კლინიკებთან, ექიმებთან, სუროგატ დედებთან და სხვა ჩართულ მხარეებთან კომუნიკაცია;
- პაციენტების ვიზიტების, შეხვედრებისა და კვლევების დაგეგმვა;
- დოკუმენტაციის წარმოება და საჭირო ანგარიშგების მომზადება;
- პაციენტების მხარდაჭერა პროგრამის მიმდინარეობის ყველა ეტაპზე.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- აზერბაიჯანული ენის თავისუფლად ცოდნა (სავალდებულო);
- ქართული და რუსული ენების ცოდნა;
- IVF-ის, სუროგაციის, სამედიცინო ტურიზმის ან პაციენტთა მომსახურების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
- კომუნიკაციისა და ორგანიზების მაღალი უნარები;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
- კომპიუტერული პროგრამების (MS Office) საბაზისო ცოდნა.
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, CV გამოგზავნოთ შემდეგ ელფოსტაზე: . ელფოსტის სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 18 დეკემბერი.
დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.
პერსონალური მონაცემების დამუშავება:
CV-ის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები გადაეცეს შპს "აი ვი ეფ ტურს ჯორჯიას" და დამუშავდეს ვაკანსიასთან დაკავშირებული შერჩევის მიზნით. მონაცემებზე წვდომა ექნებათ მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირებს.
გისურვებთ წარმატებას!