← All vacancies

G0SZVGW8 Posted 18 Nov Views: 1

აზერ.და რუს. ენოვანი მოგზაური სუროგატების კოორდინატორი

Negotiable Sign in and apply

Posted 18 Nov (Days left: 30) Apply by 18 Dec

სამედიცინო ტურიზმის სააგენტო შპს "აი ვი ეფ ტურს ჯორჯია" აცხადებს ვაკანსიას აზერბაიჯანულ და რუსულენოვანი მოგზაური სუროგატების კოორდინატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, სულხან ცინცაძის ქ. №23 სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე.

ძირითადი მოვალეობები

  • აზერბაიჯანულენოვან პაციენტებთან ყოველდღიური კომუნიკაცია;
  • სუროგაციისა და IVF პროგრამების კოორდინაცია და ადმინისტრირება;
  • პაციენტებისთვის პროგრამების, პროცედურებისა და მათი ეტაპების შესახებ ინფორმაციის მიწოდება;
  • კლინიკებთან, ექიმებთან, სუროგატ დედებთან და სხვა ჩართულ მხარეებთან კომუნიკაცია;
  • პაციენტების ვიზიტების, შეხვედრებისა და კვლევების დაგეგმვა;
  • დოკუმენტაციის წარმოება და საჭირო ანგარიშგების მომზადება;
  • პაციენტების მხარდაჭერა პროგრამის მიმდინარეობის ყველა ეტაპზე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • აზერბაიჯანული ენის თავისუფლად ცოდნა (სავალდებულო);
  • ქართული და რუსული ენების ცოდნა;
  • IVF-ის, სუროგაციის, სამედიცინო ტურიზმის ან პაციენტთა მომსახურების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
  • კომუნიკაციისა და ორგანიზების მაღალი უნარები;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • კომპიუტერული პროგრამების (MS Office) საბაზისო ცოდნა.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, CV გამოგზავნოთ შემდეგ ელფოსტაზე: . ელფოსტის სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითეთ ვაკანტური პოზიციის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თქვენი განაცხადი არ განიხილება.

განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2026 წლის 18 დეკემბერი.

დავუკავშირდებით მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებს.

პერსონალური მონაცემების დამუშავება:

CV-ის გამოგზავნით თქვენ თანხმობას აცხადებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები გადაეცეს შპს "აი ვი ეფ ტურს ჯორჯიას" და დამუშავდეს ვაკანსიასთან დაკავშირებული შერჩევის მიზნით. მონაცემებზე წვდომა ექნებათ მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირებს.

გისურვებთ წარმატებას!

Share this page FacebookTelegramLinkedInX

Report this

In danger right now? Call 112.

Earn Know someone this job would suit?Send it with your own link: friends who join and apply earn you points, and approved partners earn cash. Earn with us →
Is this your listing?

We publish a copy of this advert so people looking for work in Georgia can find it, with a link back to your original. If it is yours, you can take over managing it, or ask us to take it down.

A claimed listing becomes Direct: it shows above collected listings for a week after it is posted or bumped, you can edit, bump and close it, and it joins Google job search.

Similar listings

Hiring? Post a vacancy for free.

Free to post