ოპერატორი სატელეფონო ცენტრის განყოფილებაში
Опубликовано 13 ноя (осталось 31 дн.) Приём откликов до 14 дек
მრავალპროფილური, მაღალტექნოლოგიური კლინიკა "ნიუ ჰოსპიტალსი" აცხადებს ვაკანსიას ოპერატორის პოზიციაზე სატელეფონო ცენტრის განყოფილებაში.
გახდი ჩვენი გუნდის წევრი!
სამუშაო გრაფიკი: ცვლიანობის გრაფიკი (3, 4 ან 5 დღიანი სამუშაო გრაფიკი). ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი, კრწანისის ქ. N12.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- სასურველია, მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;
- რუსული და ინგლისური ენების ცოდნა (სავალდებულოა);
- გამართული ვერბალური და წერითი უნარები;
- საოფისე პროგრამების ცოდნა.
ძირითადი ფუნქციები
- კლინიკის ქოლ-ცენტრში შემოსულ ზარებზე პასუხი სტანდარტების მიხედვით;
- პაციენტებისათვის ინფორმაციის მიწოდება;
- პაციენტების ჩაწერა კონსულტაციებსა და კვლევებზე.
პიროვნული თვისებები
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- გამართული მეტყველება;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- განვითარებული პასუხისმგებლობის გრძნობა;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, მოგვაწოდოთ თქვენი რეზუმე (CV) 13.12.2026-მდე ელ.მისამართზე გთხოვთ, ელ-ფოსტის სათაურის ველში (subject) მიუთითოთ "ოპერატორი".
თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.