Вакансий 9 385
Заработок

Приводите людей на findjobs.ge и получайте 5⁠–⁠25% от их оплат. Начать бесплатно, оплата за результат.

← Все вакансии

GAHRM5TP Опубликовано 28 окт Просмотров: 22

საოპერაციო ოფიცერი

Работодатель внешнее объявление
Войти и откликнуться
По договорённости Приём откликов до 29 ноя
Страховка · в объявлении

"A Logistics Company" (ALC) წარმოადგენს წამყვან ლოგისტიკურ კომპანიას საქართველოში, რომელიც ფლობს და მართავს ინდუსტრიულ უძრავ ქონებას. ჩვენ ვთავაზობთ მიწოდების ჯაჭვის სრულ მართვას, საწყობებსა და სხვადასხვა ტიპის სივრცეებს წარმატებულ ბიზნესებს საქართველოში.

პოზიცია: საოპერაციო ოფიცერი სამუშაო ადგილი: თბილისი, ქსნის ქუჩა 36

სამუშაო განაკვეთი - ორშაბათი-პარასკევი, 09:00-18:00; ანაზღაურება - განისაზღვრება კანდიდატის გამოცდილებიდან/კომპეტენციიდან გამომდინარე

პოზიციის ძირითადი მიზანი:

სასაწყობე და ლოგისტიკური ოპერაციების ეფექტიანი მართვა, პროცესების ოპტიმიზაცია, მონაცემთა ანალიზი და 3PL სერვისებთან დაკავშირებული ფინანსური და ოპერაციული პროცესების მხარდაჭერა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • SOP პროცედურების ინტეგრაცია მიწოდების ჯაჭვის პროცესებთან და მათი უწყვეტი მონიტორინგი;
  • WMS (Warehouse Management System) სისტემის ადმინისტრირება და მართვა;
  • საბაჟო საწყობის პროგრამული უზრუნველყოფის გამართვა და მხარდაჭერა;
  • სასაწყობე ოპერაციების ანალიზი და პროცესების ოპტიმიზაცია;
  • 3PL პროცესებში წარმოქმნილი ინციდენტების იდენტიფიცირება და ეფექტიანი აღმოფხვრა;
  • 3PL სერვისებთან დაკავშირებული ინვოისების მომზადება და კონტროლი;
  • მონაცემთა დამუშავება WMS სისტემაში და ანალიტიკური რეპორტების მომზადება;
  • ახალი მომხმარებლების ლოგისტიკური საჭიროებების ანალიზი და შესაბამისი პროცესების დაგეგმვა;
  • WMS სისტემის იმპლემენტაციაში მონაწილეობა და პოტენციურ კლიენტებთან კომუნიკაცია;
  • ყოველთვიური ფინანსური და ოპერაციული ანგარიშგებების მომზადება;
  • უშუალო ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვა დავალებების შესრულება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება;
  • ინგლისური ენის ცოდნა;
  • Microsoft Excel - ანალიტიკა, მონაცემთა დამუშავება;
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება.

სასურველი უნარები:

  • პრობლემების სწრაფად იდენტიფიცირების და გადაწყვეტის უნარი;
  • კომუნიკაციისა და მოლაპარაკების ეფექტიანი უნარები;

რას გთავაზობთ:

  • პროფესიული განვითარების შესაძლებლობას სწრაფად მზარდ გარემოში;
  • დინამიკურ და სტრუქტურირებულ სამუშაო გარემოს;
  • სრულად დაფინანსებულ ჯანმრთელობის დაზღვევას;

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ CV მისამართზე. შეტყობინების "subject"-ში მიუთითეთ პოზიციის დასახელება - საოპერაციო ოფიცერი.

თქვენი პერსონალური მონაცემები, რომლებიც ხელმისაწვდომი გახდა გამოცხადებულ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემების დამუშავების ვადა განისაზღვრება 3 წლის ვადით.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების გამოგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს ზემოაღნიშნული პირობების დაცვით.

კანდიდატთა შერჩევის პროცესს ვახორციელებთ "დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.

Поделиться этой страницей FacebookTelegramLinkedInX

Пожаловаться

Вам угрожает опасность прямо сейчас? Звоните 112.

Заработок Знаете, кому подойдёт эта вакансия?Отправьте её по своей ссылке: друзья, которые придут и откликнутся, принесут вам очки, а одобренные партнёры зарабатывают деньги. Заработок с нами →
Это ваше объявление?

Мы публикуем копию этого объявления, чтобы его нашли те, кто ищет работу в Грузии, со ссылкой на первоисточник. Если оно ваше, вы можете взять управление им на себя, или попросить нас его снять.

Полученное объявление становится прямым: неделю после публикации или поднятия показывается выше собранных с других сайтов, его можно редактировать, поднимать и закрывать, а ещё оно попадает в поиск вакансий Google.

Похожие объявления

Ищете сотрудника? Разместите вакансию бесплатно.

Размещение бесплатно