ოფისის მენეჯერი
Опубликовано 16 ноя (осталось 30 дн.) Приём откликов до 16 дек
ფარმაცევტული კომპანია "NOVATOR PHARMA" აცხადებს ვაკანსიას ოფისის მენეჯერის პოზიციაზე.
მისამართი: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. 24 სამუშაო საათები 9-18სთ.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- ქართული და რუსული ენის სრულყოფილი ცოდნა
- დამატებით აზერბაიჯანული ენის ცოდნა ჩაითვლება პრიორიტეტულად
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების სრულყოფილი ცოდნა
ძირითადი მოვალეობები
- ოფისის სამუშაო პირობების მართვა და უზრუნველყოფა
- კომპანიის დოკუმენტაციის ადმინისტრირება, ელექტრონული კომუნიკაციებისა და კორესპონდენციების მართვა
- ოფისის შესყიდვებისა და საჭირო ნივთებით მომარაგების უზრუნველყოფა
- ოფისის შეხვედრების ორგანიზება, სტუმრების დახვედრა და გამასპინძლება
- კომპანიის ოფიციალური წერილების მიღება და შესაბამის ადრესატთან გადამისამართება
- საფოსტო გზავნილების მიღება-გაგზავნა, ფოსტასთან მუდმივი კომუნიკაცია
- სხვა ორგანიზაციული საკითხები
პიროვნული თვისებები
- პასუხისმგებლობიანი;
- მოწესრიგებული;
- მოტივირებული;
- დეტალებზე ორიენტირებული;
- სხარტი აზროვნების მქონე;
- დამოუკიდებლად, ისევე როგორც გუნდში მუშაობის უნარი;
დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოაგზავნონ რეზიუმე შემდეგ ელ ფოსტაზე აპლიკანტებს ვთხოვთ წერილის სათაურის ველში მიუთითონ: "ოფისის მენეჯერი".