ენისა და მეტყველების თერაპევტი
Опубликовано 13 ноя (осталось 31 дн.) Приём откликов до 14 дек
"კენ ვოლკერის კლინიკის" თბილისის ფილიალი აცხადებს ვაკანსიას პედიატრიულ სფეროში ენისა და მეტყველების თერაპევტის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები
- სხვადასხვა ნევროლოგიური დაზიანების მქონე ბავშვთა შეფასება;
- კონსულტირება აღნიშნული პრობლემის შესახებ;
- შესაბამისი რეკომენდაციების გაცემა პაციენტისთვის, მისი ოჯახის წევრისათვის ან სხვა საჭირო დაწესებულებებისთვის;
- შეფასების შემდგომი რეაბილიტაციის გეგმის გაწერაში მონაწილეობის მიღება;
- დოკუმენტაციის წარმოება
- კლიენტებთან ინდივიდუალური სამუშაო შეხვედრების ჩატარება;
- პაციენტისა და მათი ოჯახის წევრების განათლება, სხვადასხვა უნარ-ჩვევების, მათ შორის კვების, მეტყველებისა უნარის განვითარების შესახებ;
- უწყვეტი სწავლის პროცესში ჩართვა;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- შესაბამისი უმაღლესი განათლება (პრიორიტეტულია მაგისტრის ან/და მასთან გათანაბრებული ხარისხი);
- ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება მინიმუმ ერთი წელი;
- ქართულ და რუსულ ენებზე გამართულად საუბარი; სხვა ნებისმიერი ენა ჩაითვლება უპირატესობად;
სავალდებულო მოთხოვნები
- ნევროლოგიური დაზიანების მქონე ბავშვებთან, მეტყველების, კომუნიკაციისა და კვების დარღვევების თავისებურებების ცოდნა;
- თანადგომისა და ემპათიის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაცია - მოსმენის, გაგებისა და ნდობის მოპოვების უნარი;
- გუნდური მუშაობა;
- მოქნილობა და დამოუკიდებლობა;
- თვითკონტროლი და სიმშვიდის შენარჩუნება რთულ და სტრესულ სიტუაციებში;
- დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
- წერითი უნარ-ჩვევები;
ჩვენ გთავაზობთ
- საინტერესო და მრავალფეროვან სამუშაოს;
- სასიამოვნო და კეთილგანწყობილ სამუშაო გარემოს;
- პროფესიონალ გუნდთან მუშაობას;
- პროფესიული და პიროვნული განვითარების შესაძლებლობას;
სამუშაო განრიგი: 2 ან 5 სამუშაო დღე - 8 საათიანი დატვირთვით
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: ენისა და მეტყველების თერაპევტი.