Вакансий 9 837
Заработок

Приводите людей на findjobs.ge и получайте 5⁠–⁠25% от их оплат. Начать бесплатно, оплата за результат.

← Все вакансии

GQGX14RR Опубликовано 21 окт Просмотров: 1

ჰენკელის გაყიდვების მენეჯერი

გორგია внешнее объявление
Перейти к исходному объявлению ↗
По договорённости Приём откликов до 19 ноя

სამშენებლო-სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტების ქსელი "გორგია" აცხადებს ვაკანსიას თბილისში, ჰენკელის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტში.

მე, გიორგი გოგობერიძე, კორპორატიული გაყიდვების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ვმუშაობ გორგიაში 2011 წლიდან, ვაცხადებ ვაკანსიას კატეგორიის გაყიდვების მენეჯერის პოზიციაზე კორპორატიულ დეპარტამენტში. შერჩეულ კანდიდატს გამოსაცდელ პერიოდში შევასწავლი გაყიდვების სპეციფიკას, მომხარებელთან კომუნიკაციას, კონკრეტულ კატეგორიაში შემავალ პროდუქციაზე ორიენტირების უნარს და ამ პროდუქციასთან დაკავშირებულ სხვადასხვა დეტალებს, კონკურენტების გაცნობა / ბაზრის ანალიზს, 1C პროგრამას. დავეხმარები განავითაროს შემდეგი უნარები: ანალიზის და დაგეგმვის უნარები, გუნდურად მუშაობის უნარები, სწორად შეთავაზებების დაგეგმვა და კატეგორიის განვითარების გეგმის შედგენა, პერიოდული რეპორტინგის წარმოება.

კომპანია "გორგია" საერთაშორისო სავაჭრო ურთიერთობებს ახორციელებს 1998 წლიდან. "გორგია" პირველი ქართული კომპანიაა, რომელიც უკვე ევროკავშირში საცალო ვაჭრობით არის წარმოდგენილი. გორგია მომხმარებლებს 4 000 ზე მეტი დასახელების საერთაშორისო ბრენდს და 50 000-ზე მეტი დასახელების სამშენებლო-სარემონტო, საყოფაცხოვრებო პროდუქციას სთავაზობს. დღესდღეობით კომპანია აერთიანებს 3000-მდე თანამშრომელს, კომპანიის მთავარი ღირებულებებია: მუდმივი განვითარება; წარმატების გაზიარება; ჩვენ არასოდეს ვამბობთ "არ" ან "ვერ", შეუძლებელი არაფერია.

კომპანიის მთავარი მიზანია ხარისხიანი პროდუქცია შესთავაზოს მომხმარებელს და კონკურენტული იყოს დაბალი ფასის შეთავაზებით. გორგია წარმოდგენილია 14 ფილიალით, როგორც საქართველოში ყველა დიდ ქალაქში, ასევე ევროკავშირის წევრ ქვეყანაში, კერძოდ ბულგარეთში. კომპანიას ჰყავს გამოცდილი და კვალიფიციური გუნდი, რომელიც უზრუნველყოფს შესყიდვებისა და გაყიდვების საერთაშორისო ტექნოლოგიების ცოდნის გაზიარებას.

კომპანიაში დაგხვდებათ სტაბილური, მუდმივ განვითარებაზე ორიენტირებული ინოვაციური და დინამიკური სამუშაო გარემო.

ჩვენ გთავაზობთ: - პროფესიული და კარიერული განვითარების რეალურ შესაძლებლობას; - სტაბილურ და მეგობრულ სამუშაო გარემოს; - ჯანმრთელობის დაზღვევის პაკეტს; - თანამშრომლისთვის განკუთვნილ ფასდაკლებას; - კვებას; - Fitpass-ით სარგებლობის შესაძლებლობას.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: - ბაზრის შესწავლა, პროდუქციის ასორტიმენტის და უპირატესობების მაღალ დონეზე ცოდნა; - ანგარიშვალდებულ ტერიტორიაზე არსებულ ყველა ობიექტზე, მარშრუტის შესაბამისად, ვიზიტის განხორციელება და პროდუქტის შესახებ პრეზენტაციის ჩატარება; - კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობის შენარჩუნება და პოტენციური კლიენტების მოძიება; - კლიენტის საჭიროებების გამოვლენა და შესაბამისი შეთავაზების/ქმედებების უზრუნველყოფა; - კლიენტთა ბაზის ანალიზი, ანალიზის საფუძველზე შესაბამისი აქტივობების დაგეგმვა; - შესრულებულ სამუშაოზე ანგარიშგება უშუალო უფროსთან.

ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - უმაღლესი განათლება (სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით); - მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინუმიმ 1 წლიანი გამოცდილება; - ინგლისური ენის ცოდნა; - საოფისე პროგრამების ცოდნა; - აუცილებელია მართვის მოწმობა და პირადი ავტომობილი.

პიროვნული უნარ-ჩვევები: - კომუნიკაციისა და პრეზენტაციის უნარი; - მოლაპარაკებისა და დარწმუნების უნარი; - ორგანიზებულობა; - გუნდური მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.

გისურვებთ წარმატებას!

Поделиться этой страницей FacebookTelegramLinkedInX

Пожаловаться

Вам угрожает опасность прямо сейчас? Звоните 112.

Заработок Знаете, кому подойдёт эта вакансия?Отправьте её по своей ссылке: друзья, которые придут и откликнутся, принесут вам очки, а одобренные партнёры зарабатывают деньги. Заработок с нами →
Это ваше объявление?

Мы публикуем копию этого объявления, чтобы его нашли те, кто ищет работу в Грузии, со ссылкой на первоисточник. Если оно ваше, вы можете взять управление им на себя, или попросить нас его снять.

Полученное объявление становится прямым: неделю после публикации или поднятия показывается выше собранных с других сайтов, его можно редактировать, поднимать и закрывать, а ещё оно попадает в поиск вакансий Google.

Похожие объявления

Ищете сотрудника? Разместите вакансию бесплатно.

Размещение бесплатно