8 627 активных вакансий
← Все вакансии

GRCV4RWY Опубликовано 17 сен 2 просмотров

ფაბრიკონი

ფაბრიკონი

საოპერაციო მენეჯერი

ფაბრიკონი внешнее объявление
Тбилиси Полная занятость Администрация / менеджмент
Войти и откликнуться
По договорённости Приём откликов до 17 окт

მოწინავე ქართული კომპანია "ფაბრიკონი" მეტალის ფაბრიკაციის სფეროში უკვე 5 წელიწადია წარმატებით მოღვაწეობს ქართულ და საექსპორტო ბაზრებზე. კომპანია ორიენტირებულია საწარმოს და პროდუქციის მუდმივ განვითარებაზე, საწარმო აღჭურვილია მეტალის დამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიებით და დაკომპლექტებულია მაღალკვალიფიციური მენეჯერების და სპეციალისტების გუნდით, რომლებიც წარმატებით ართმევენ თავს კომპანიის წინაშე დასმულ ამოცანებს. "ფაბრიკონი" პიონერია კონვეირული სტილით მეტალის კარების წარმოებაში და ამ წლების განმავლობაში საწარმოო ბაზაზე შეიქმნა რიგი ახალი პროდუქტი სხვადასხვა ინდუსტრიული მიმართულებისთვის, ჩვენს პარტნიორებთან მჭიდრო კოოპერაციით. "ფაბრიკონის გუნდი და საწარმოო შესაძლებლობები საშუალებას გვაძლევს დავხვეწოთ და შევქმნათ ახალი ლითონის ფაბრიკაციის პროდუქტები, რომლებიც სხვადასხვა ინდუსტრიის მიმართულებით ხსნის ახალ შესაძლებლობებს და ეხმარება არსებული სამუშაო პროცესების გაეფექტიანებას.

"ფაბრიკონი" თავის გუნდში ეძებს კანდიდატს საოპერაციო მენეჯერის პოზიციაზე.

შესასრულებელი სამუშაო:

  • კომპანიაში არსებული წარმოების, შესყიდვების და ადმინისტრაციის საოპერაციო საკითხების ორგანიზება და კონტროლი
  • შესყიდვების სრული ციკლის მართვა: მოთხოვნის დადასტურება, ფასების კვლევა, შესყიდვის განხორციელება, გადარიცხვების ორგანიზება, მიწოდების კოორდინაცია და მასალის მიღების ვადების დაგეგმვა/მონიტორინგი
  • შესყიდული პროდუქციის პროგრამული აღრიცხვა (ზედნადებების და შესყიდვის ბლანკების მომზადება, სისტემაში მიღება)
  • გადარიცხვების ორგანიზება და მომწოდებლებთან პერიოდული შედარება-შეჯერება
  • კომპანიაში არსებული საოპერაციო პროცედურების შესრულების კონტროლი
  • საოფისე/ადმინისტრაციული საჭიროებების მართვა (მასალების, საკანცელარიო და ჰიგიენური საშუალებების შესყიდვის ორგანიზება) და ტექნიკური/კომუნალური გაუმართაობების კონტროლი
  • ცხელ ხაზზე შემოსული ზარების დამუშავება (ვაკანსიებით დაინტერესებულ პირებთან და შეკვეთებთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდება/გადამისამართება)
  • HR პროცესების მხარდაჭერა: ვაკანსიების გამოცხადება, კანდიდატებთან კომუნიკაცია, გასაუბრებების ორგანიზება და ახალი თანამშრომლების რეგისტრაცია შესაბამის სისტემებში
  • ხელმძღვანელის მიერ დაკისრებული სხვადასხვა დავალების შესრულება

სამუშაო უნარ-ჩვევები:

  • MS Excel-ის ცოდნა
  • ინგლისური ენის ცოდნა

პიროვნული თვისებები:

  • შრომისმოყვარეობა
  • პუნქტუალურობა
  • დისციპლინირებულობა
  • სისწრაფე
  • კეთილსინდისიერება
  • ხელმარჯვეობა

ჩვენ გთავაზობთ:

  • მეგობრულ გუნდს
  • განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს

ადმინისტრაციული დეტალები:

  • სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
  • მდებარეობა: ქ. თბილისი

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი CV ელფოსტაზე ან დაგვირეკოთ მობ. ან ფიქს.

Поделиться этой страницей FacebookTelegramLinkedInX

Пожаловаться

Это ваше объявление?

Мы публикуем копию этого объявления, чтобы его нашли те, кто ищет работу в Грузии, со ссылкой на первоисточник. Если оно ваше, вы можете взять управление им на себя, или попросить нас его снять.

Полученное объявление становится прямым: показывается выше зеркальных копий, отклики приходят в вашу панель, а объявление попадает в поиск вакансий Google.

О работодателе
ფაბრიკონი
Похожие объявления

Нанимайте в Грузии без лишних хлопот

Размещение бесплатно