Партнёр

Бесплатные объявления по всей Грузии.

Открыть classified.ge
← Все вакансии

HGSW278S Опубликовано 5 ноя Просмотров: 2

წარმოების ოპერატორი

დეკა ჯი внешнее объявление
Кутаиси Полная занятость Логистика / водители
По договорённости Приём откликов до 6 дек
Войти и откликнуться

შპს "დეკა ჯი" აცხადებს ვაკანსიას წარმოების ოპერატორის პოზიციაზე.

ლოკაცია: ქუთაისი დასაქმების ტიპი / კლასიფიკაცია: სრული განაკვეთი | ოპერაციული პერსონალი

ძირითადი მოვალეობები

  • საწარმოო ხაზისა და დანადგარების მომზადება სამუშაო რეჟიმისთვის (გაშვება, პარამეტრების დაყენება/კორექტირება);
  • ნედლეულისა და მასალების დროული შევსება, მიწოდება და საწარმოო პროცესში მათი სწორი გამოყენების კონტროლი;
  • დანადგარების მუშაობისა და ტექნოლოგიური პარამეტრების მუდმივი მონიტორინგი;
  • ხელის ტექნიკურ ინსტრუმენტებთან და ელექტრომოწყობილობებთან (მათ შორის "ბარგალკა", "დრუჟბა" და სხვა მსგავსი ტექნიკა) უსაფრთხო და ეფექტური მუშაობა;
  • მზა პროდუქციის პირველადი ვიზუალური და ტექნიკური შემოწმება ხარისხის სტანდარტებთან შესაბამისობაზე, წუნდებული პროდუქციის გამოვლენა და დახარისხება;
  • დანადგარების პირველადი/ვიზუალური შემოწმება, წვრილმანი შეფერხებების იდენტიფიცირება და ტექნიკური პერსონალისთვის დროული შეტყობინება;
  • შრომის უსაფრთხოების, ტექნიკური ექსპლუატაციისა და ხანძარსაწინააღმდეგო წესების ზედმიწევნით დაცვა;
  • ინდივიდუალური დაცვის საშუალებების მუდმივი გამოყენება;
  • სამუშაო ადგილის, დანადგარებისა და ინსტრუმენტების დასუფთავება-წესრიგში ყოლა ცვლის განმავლობაში და ცვლის ჩაბარებისას.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • ტექნიკასთან და ელექტროინსტრუმენტებთან მუშაობის გამოცდილება;
  • საწარმოო ხაზზე ან ინდუსტრიულ გარემოში მუშაობის გამოცდილება;
  • ყურადღება დეტალებისადმი, მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა და დისციპლინირებულობა;
  • გუნდური მუშაობისა და გაუმართაობისას სწრაფი რეაგირების უნარი.

სასურველი მოთხოვნები (უპირატესობა)

  • პროფესიული ან ტექნიკური განათლება;
  • ავტომატიზებულ/თანამედროვე საწარმოო ხაზებთან მუშაობის გამოცდილება;
  • შრომის უსაფრთხოების სტანდარტების კარგი ცოდნა.

რას გთავაზობთ

  • სტაბილურ სამუშაო გარემოს და მეგობრულ გუნდს;
  • ჯანმრთელობის კორპორატიულ დაზღვევას;
  • ადგილზე კვებით უზრუნველყოფას;
  • უსაფრთხოების თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილ სამუშაო ადგილს;
  • პროფესიული ზრდისა და განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელ-ფოსტაზე.

Поделиться этой страницей FacebookTelegramLinkedInX

Пожаловаться

Вам угрожает опасность прямо сейчас? Звоните 112.

Заработок Знаете, кому подойдёт эта вакансия?Отправьте её по своей ссылке: друзья, которые придут и откликнутся, принесут вам очки, а одобренные партнёры зарабатывают деньги. Заработок с нами →
Это ваше объявление?

Мы публикуем копию этого объявления, чтобы его нашли те, кто ищет работу в Грузии, со ссылкой на первоисточник. Если оно ваше, вы можете взять управление им на себя, или попросить нас его снять.

Полученное объявление становится прямым: неделю после публикации или поднятия показывается выше собранных с других сайтов, его можно редактировать, поднимать и закрывать, а ещё оно попадает в поиск вакансий Google.

Похожие объявления

Ищете сотрудника? Разместите вакансию бесплатно.

Размещение бесплатно