Заработок

Приводите людей на findjobs.ge и получайте 5⁠–⁠25% от их оплат. Начать бесплатно, оплата за результат.

← Все вакансии

HNY8CDAB Опубликовано 4 ноя Просмотров: 0

საწყობების საოპერაციო ანალიტიკოსი

ავერსი-ფარმა внешнее объявление
По договорённости Приём откликов до 1 дек
Перейти к исходному объявлению ↗

კომპანია "ავერსი-ფარმა" აცხადებს ვაკანსიას საწყობების საოპერაციო ანალიტიკოსის თანამდებობაზე.

პოზიციის ძირითადი მიზანია სასაწყობო მონაცემების ანალიზი, ოპერაციების ეფექტიანობის შეფასება და პროცესების გაუმჯობესების რეკომენდაციების მომზადება. თანამშრომელი ჩაერთვება საწყობების მართვის ახალი სისტემის (WMS) დანერგვისა და ავტომატიზაციის პროექტებში და უზრუნველყოფს მათ ანალიტიკურ მხარდაჭერას როგორც დანერგვის ეტაპზე, ისე სისტემების ამოქმედების შემდეგ.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ლილო, კობახიძის ქ. №33

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • სასაწყობო პროცესებისა და საოპერაციო მონაცემების ანალიზი, მონაცემთა სიზუსტის შემოწმება და გაუმჯობესების შესაძლებლობების გამოვლენა;
  • WMS-ის დანერგვისა და ავტომატიზაციის პროექტებისთვის მონაცემების მომზადება; პროცესებისა და მოთხოვნების აღწერაში, სისტემების ტესტირებასა და მონაცემთა სისწორის შემოწმებაში მონაწილეობა;
  • საქმიანობის ძირითადი მაჩვენებლების (KPI), ანგარიშებისა და ანალიტიკური ინსტრუმენტების შემუშავება; მაჩვენებლების გამოთვლის წესების აღწერაში მონაწილეობა;
  • რეგულარული ანგარიშგება, გეგმურ და ფაქტობრივ მაჩვენებლებს შორის გადახრებისა და მათი გამომწვევი მიზეზების ანალიზი;
  • სასაქონლო პოზიციების გაცემისა და ბრუნვის, მათ შორის პერიოდული ABC ანალიზი; საქონლის მახასიათებლებისა და შენახვის პირობების გათვალისწინებით, საწყობში ოპტიმალური განთავსების რეკომენდაციების მომზადება;
  • სამუშაო პოსტების, ცვლებისა და გუნდების დატვირთვისა და პროდუქტიულობის შეფასება; სამუშაოს ეფექტიანად განაწილების რეკომენდაციების მომზადება;
  • საწყობის, IT-ისა და პროექტის გუნდებთან თანამშრომლობით მონაცემთა შეუსაბამობებისა და საოპერაციო ხარვეზების ანალიზი; დანერგილი გაუმჯობესებების შედეგების შეფასება და მონიტორინგი.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • უმაღლესი განათლება ლოგისტიკის, ოპერაციების მართვის, ეკონომიკის, სტატისტიკის ან მონაცემთა ანალიზის მიმართულებით;
  • სასაწყობო ოპერაციების, ლოგისტიკის ან მონაცემთა/საოპერაციო ანალიზის მიმართულებით მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება;
  • სასაწყობო პროცესების, საწყობის მართვის სისტემებისა (WMS) და ავტომატიზაციის ძირითადი პრინციპების ცოდნა;
  • Microsoft Excel-ის მაღალ დონეზე ცოდნა;
  • მონაცემთა დამუშავების, ანალიზის, ვიზუალიზაციისა და ანგარიშგების უნარი;
  • საოპერაციო მაჩვენებლების, პროდუქტიულობისა და დატვირთვის შეფასებისა და დასაბუთებული რეკომენდაციების მომზადების უნარი;
  • სასურველია ინგლისური და რუსული ენების საბაზისო დონეზე ცოდნა;
  • WMS და ERP სისტემებთან მუშაობის გამოცდილება, ასევე მონაცემთა ბაზებისა და ანგარიშგების სხვა პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.
  • ანალიტიკური აზროვნება და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა;
  • ეფექტიანი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • კონფიდენციალურობის დაცვა.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადა: 30.11.2026 წელი.

ტელ: 2 506 506 (შიდა ნომერი 1566); 5 97 002 987

შენიშვნა: წინამდებარე ვაკანსიისათვის პირის (შემდგომში: კანდიდატი) მიერ CV-სა და დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენა ნებისმიერი სახით (ფიზიკურად ან/და ელექტრონული საშუალებით), გულისხმობს პირის მიერ პერსონალური მონაცემების დამსაქმებელისათვის გადაცემას და თანხმობის გაცხადებას აღნიშნული მონაცემების დამუშავების თაობაზე. CV-ში მოცემული პერსონალური მონაცემები დამსაქმებელის მიერ დამუშავებულ/შენახულ იქნება მხოლოდ გამოცხადებული ვაკანსიისათვის კანდიდატის შერჩევის მიზნით, შესასრულებელ სამუშაოსთან კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, შესაძლო შრომითი ურთიერთობის წარმოშობის მიზნით, შრომითი ურთიერთობის მთელი პერიოდის განმავლობაში, ასევე შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე. დამსაქმებლის მხრიდან, ზემოთ აღნიშნული მიზნებისათვის, პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება მხოლოდ შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთა/თანამშრომელთა მიერ. დამსაქმებელი კანდიდატის მონაცემების დასამუშავებლად, ასევე, იყენებს პროვაიდერი კომპანიის პროგრამულ უზრუნველყოფას.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება 2 თვის ვადით, ელექტრონული ან/და ამობეჭდილი სახით. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას დაიცვას კანდიდატის პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობა და უსაფრთხოება, მათ შორის, უნებართვო ან/და უკანონო დამუშავებისგან, შემთხვევითი დაკარგვისგან, განადგურებისგან ან/და დაზიანებისგან.

ვაკანსიის დეტალურად სანახავად და აპლიკაციის გამოსაგზავნად, მიჰყევით ბმულს: https://wrk.ge/2tXu9nHI1t

Поделиться этой страницей FacebookTelegramLinkedInX

Пожаловаться

Вам угрожает опасность прямо сейчас? Звоните 112.

Заработок Знаете, кому подойдёт эта вакансия?Отправьте её по своей ссылке: друзья, которые придут и откликнутся, принесут вам очки, а одобренные партнёры зарабатывают деньги. Заработок с нами →
Это ваше объявление?

Мы публикуем копию этого объявления, чтобы его нашли те, кто ищет работу в Грузии, со ссылкой на первоисточник. Если оно ваше, вы можете взять управление им на себя, или попросить нас его снять.

Полученное объявление становится прямым: неделю после публикации или поднятия показывается выше собранных с других сайтов, его можно редактировать, поднимать и закрывать, а ещё оно попадает в поиск вакансий Google.

Похожие объявления

Ищете сотрудника? Разместите вакансию бесплатно.

Размещение бесплатно