სამეურნეო სამსახურის უფროსი
კომპანია "Glass Work" წარმოადგენს ყველაზე დიდ მინის საწარმოს საქართველოში, რომლის საწარმოო ფართი 32000 კვ.მ-ზეა განთავსებული. "Glass Work"-ის საწარმოო ხაზი აღჭურვილია თანამედროვე დანადგარებით და სპეც-ტექნიკით, ხოლო მაღალკვალიფიციური პერსონალი, უცხოელი სპეციალისტების ჩართულობით უზრუნველყოფს პროდუქციის უმაღლეს ხარისხს.
კომპანია "Glass Work" აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო სამსახურის უფროსის პოზიციაზე.
სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, რუსთავის გზ. 50 (ქვემო ფონიჭალა)
სამუშაო დღეები: ორშაბათი - პარასკევი (კვირაში 5 დღე)
სამუშაო დრო: 09:00-18:00
განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: ფიქსირებული 2000 ლარი
სამეურნეო სამსახურის უფროსი არის ორგანიზაციის, დაწესებულების ან საწარმოს მენეჯმენტის წევრი, რომელიც ხელმძღვანელობს შენობა-ნაგებობების მოვლა-პატრონობას, მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას, ინვენტარის აღრიცხვას, სისუფთავისა და უსაფრთხოების ნორმების დაცვას. ეს პოზიცია უზრუნველყოფს კომპანიის ყოველდღიური სამეურნეო და ლოგისტიკური პროცესების გამართულ მუშაობას.
ძირითადი მოვალეობები:
** ხელმძღვანელობს კომპანიის/საწარმოს სამეურნეო საქმიანობას;
** ხელმძღვანელობს და მონიტორინგს უწევს კომპანიის ტექნიკური პერსონალის საქმიანობას;
** კომპანიის თანამშრომლებს ამარაგებს საკანცელარიო და სამეურნეო ნივთებით;
** ახორციელებს საწარმოო შენობების, საოფისე ოთახების, ტექნიკური კაბინეტების, ასევე სხვა ქონების ტექნიკური მდგომარეობის კონტროლს;
** ხელმძღვანელობს და აკონტროლებს საწარმოო ტერიტორიის დასუფთავების, კეთილმოწყობისა და გამწვანების სამუშაოებს;
** უზრუნველყოფს მრიცხველების გამართულ მუშაობას და ადგენს ყოველთვიურ ანგარიშს კომუნალური ხარჯების შესახებ.
** უზრუნველყოფს კომპანიის ქონების საინვენტარო აღრიცხვას, მონაწილეობას იღებს საწარმოო ქონების ინვენტარიზაციაში და აწარმოებს შესაბამის დოკუმენტაციას;
** უზრუნველყოფს მატერიალური რესურსის საჭიროებების დადგენას;
** კოორდინირებას უწევს კომპანიის მიერ შესყიდული მატერიალური რესურსის დანიშნულების ადგილამდე მიტანას და დასაწყობებას;
** უზრუნველყოფს კომუნიკაციებისა და ინვენტარის მიმდინარე ან კაპიტალური შეკეთების ორგანიზებას;
** იცავს დამსაქმებლის მიერ დადგენილი შრომის, ტექნიკური, ხანძარსაწინააღმდეგო თუ სხვა უსაფრთხოების წესებს;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** მინიმუმ ერთწლიანი სამუშაო გამოცდილება მატერიალური რესურსების მართვის მიმართულებით;
** კომპიუტერული პროგრამების (Microsoft Office Word; Microsoft Office Excel) ცოდნა.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონულ მისამართზე: სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
Мы публикуем копию этого объявления, чтобы его нашли те, кто ищет работу в Грузии, со ссылкой на первоисточник. Если оно ваше, вы можете взять управление им на себя, или попросить нас его снять.
Полученное объявление становится прямым: показывается выше зеркальных копий, отклики приходят в вашу панель, а объявление попадает в поиск вакансий Google.