8667 активных вакансий
← Все вакансии

J8X75W2Z Опубликовано 6 авг 58 просмотров

Bank of Georgia

Bank of Georgia

საკასო ოფიცერი - ბათუმი

Bank of Georgia
Батуми Полная занятость Администрация / менеджмент
По договорённости

ჩვენი, საქართველოს ბანკის მისიაა, წარმატებული ქვეყნის წამყვანი ბანკი ვიყოთ და ყველაფერი, რასაც, როგორც და რატომაც ვაკეთებთ - ამ მთავარ მისიას ემსახურება. როგორც მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ჩვენ ხელს ვუწყობთ თანამშრომლებს, აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი, რადგან გვჯერა რომ შესაძლებლობები უსაზღვროა.

სს „საქართველოს ბანკის“ ფულის და ფასეულობის მიმართულება აცხადებს ვაკანსიას საკასო ოფიცრის თანამდებობაზე ბათუმში.

ეს პოზიცია შენთვისაა, თუ: • გსურს სტაბილური სამსახური და დაინტერესებული ხარ გრძელვადიანი თანამშრომლობით; • ხარ გუნდური, სწრაფი, მოქნილი, ორგანიზებული და დეტალების მიმართ ყურადღებიანი; • თავს კომფორტულად გრძნობ დინამიკურ და მეგობრულ გარემოში; • გსურს ენერგიით და მოტივაციით სავსე გუნდში მუშაობა.

აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში, შენ: • მონაწილეობას მიიღებ საკასო/საინკასაციო პროცესებში და წარმართავ შესაბამის ოპერაციებს; • მოამზადებ ნაღდი ფულის საინკასაციო ჩანთებს; • უზრუნველყოფ ნაღდი ფულის საინკასაციო ჩანთების მიღებას, გადატანას, შენახვას, გადაცემას თუ დახარისხებას; • უზრუნველყოფ მარაგების მონიტორინგს; • წარმართავ ნაღდი ფულის ოპერაციებთან დაკავშირებული საბუთების ფორმირებასა და ნაღდი ფულის გადათვლას; • ჩაერთვები საკასო/საინკასაციო ოპერაციების მხარდაჭერის პროცესში წარმოქმნილ ხარვეზებზე შესაბამისი რეაგირების პროცესში; • აწარმოებ პერიოდულ ანგარიშგებას ხელმძღვანელთან შესასრულებელი ამოცანების შესახებ; ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი კვალიფიკაცია: სავალდებულო მოთხოვნები: განათლება:სასურველია უმაღლესი განათლება; სამუშაო გამოცდილება:სასურველია სალაროსთან/ნაღდ ფულთან/სასაწყობე საქმიანობასთან დაკავშირებული მუშაობის გამოცდილება; ცოდნა და უნარები: • კომპიუტერული საოფისე პროგრამების საბაზისო ცოდნა (Excel, Word, Outlook); • ენების ცოდნა: ქართული – თავისუფლად; სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა; • მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა; • გამოხატული ყურადღება დეტალების მიმართ, შესრულების სისწრაფე; • ორგანიზებულობა, პუნქტუალურობა; • გუნდური მუშაობის უნარი; • დატვირთულ და დინამიკურ გარემოში მუშაობის უნარი; დამატებითი ინფორმაცია:აღნიშნული პოზიცია ითვალისწინებს სხვადასხვა წონის მქონე ფულის ტომრების გადატანა/გადაადგილებას. ჩვენ გთავაზობთ: • დარიცხულ ფიქსირებულ ხელფასს + კვარტლურ ბონუსს, შესრულების შესაბამისად; • განვითარების შესაძლებლობას როგორც ფულისა და ფასეულობების მიმართულებით, ასევე - ბანკის მასშტაბით. საქართველოს ბანკის გუნდში მუდამ ხელს ვუწყობთ ერთმანეთს, გამოვიყენოთ ჩვენი შესაძლებლობების მაქსიმუმი და განვვითარდეთ როგორც ინდივიდუალურად, ისე - ერთად. შემოგვიერთდი, რომ ჩვენთან ერთად არ გაჩერდე!

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, შეავსეთ მოთხოვნილი ინფორმაცია, ატვირთეთ რეზიუმე/CV და დააჭირეთ ღილაკს „გამოაგზავნეთ განაცხადი“. რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა 21 სექტემბერი, 2026.

Поделиться этой страницей FacebookTelegramLinkedInX

Пожаловаться

Это ваше объявление?

Мы публикуем копию этого объявления, чтобы его нашли те, кто ищет работу в Грузии, со ссылкой на первоисточник. Если оно ваше, вы можете взять управление им на себя, или попросить нас его снять.

Полученное объявление становится прямым: показывается выше зеркальных копий, отклики приходят в вашу панель, а объявление попадает в поиск вакансий Google.

О работодателе
Bank of Georgia
Сайт ↗
Похожие объявления

Нанимайте в Грузии без лишних хлопот

Размещение бесплатно