Партнёр

Бесплатные объявления по всей Грузии.

Открыть classified.ge
← Все вакансии

K5NNAYDX Опубликовано 10 ноя Просмотров: 0

აკადემიური თანამდებობები - ბიზნესისა და ტექნოლოგიების სკოლა

ალტე უნივერსიტეტი внешнее объявление
Тбилиси Полная занятость Образование
По договорённости Приём откликов до 11 дек
Войти и откликнуться

"ალტე უნივერსიტეტი" აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად, ბიზნესისა და ტექნოლოგიების სკოლაში, შემდეგ მიმართულებებზე:

1. პროფესორი

  • განათლება (1 საშტატო ერთეული)

2. ასოცირებული პროფესორი

  • ბიზნესის ადმინისტრირება (2 საშტატო ერთეული)
  • განათლება (2 საშტატო ერთეული)

3. ასისტენტ-პროფესორი

  • განათლება (1 საშტატო ერთეული)

ინფორმაცია კონკურსში მონაწილე კანდიდატებისთვის:

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

პროფესორი, რომელიც აირჩევა 5 წლის ვადით

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური/სამეცნიერო ხარისხი შესაბამის დისციპლინაში;
  • სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის მინიმუმ 6-წლიანი გამოცდილება;
  • შესაბამისი მიმართულებით სამეცნიერო პუბლიკაციები და კონფერენციებში/სემინარებში მონაწილეობა.

ასოცირებული პროფესორი, რომელიც აირჩევა 3 წლის ვადით:

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი შესაბამის დისციპლინაში;
  • სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობის მინიმუმ 3-წლიანი გამოცდილება;
  • შესაბამისი მიმართულებით სამეცნიერო პუბლიკაციები და კონფერენციებში/სემინარებში მონაწილეობის გამოცდილება.

ასისტენტ-პროფესორი, რომელიც აირჩევა 3 წლის ვადით:

  • დოქტორის ან მასთან გათანაბრებული სამეცნიერო ხარისხი შესაბამის დისციპლინაში;
  • შესაბამისი მიმართულებით სამეცნიერო პუბლიკაციები და კონფერენციებში/სემინარებში მონაწილეობის გამოცდილება.

ინგლისურენოვან პროგრამებზე აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველი პირი დამატებით უნდა აკმაყოფილებდეს ერთ-ერთ კრიტერიუმს ქვემოთ ჩამოთვლილთაგან:

  • ინგლისურენოვანი პროგრამით სწავლების, სულ მცირე, 3 წლის გამოცდილება;
  • საზღვარგარეთ მოქმედ ორგანიზაციაში ინგლისურ ენაზე პრაქტიკული საქმიანობის განხორციელება არანაკლებ 1 წლის განმავლობაში;
  • საზღვარგარეთ მოქმედ კვლევით დაწესებულებაში სასწავლო/კვლევითი საქმიანობის ინგლისურ ენაზე განხორციელება არანაკლებ 1 წლის განმავლობაში;
  • ინგლისურენოვანი საგანმანათლებლო პროგრამის დასრულება, რაც დასტურდება შესაბამისი დოკუმენტით;
  • ინგლისური ენის, სულ მცირე, B2 დონის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისოდ აღიარებული სერტიფიკატი (IELTS, TOEFL, Cambridge English, UNIcert, EnglishScore და სხვ.).

აკადემიურ თანამდებობაზე შესაძლებელია შეირჩეს პირი პროფესიული ნიშნით, თუ მისი კვალიფიკაცია დასტურდება პროფესიული გამოცდილებით, სპეციალური მომზადებით ან/და შესაბამის სფეროში გამოქვეყნებული პუბლიკაციებით და მას აქვს პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების გამომუშავებისთვის აუცილებელი კომპეტენცია.

პიროვნული თვისებები

  • ცოდნის გადმოცემისა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
  • ინიციატივიანობა და მოტივირებულობა;
  • თავისუფალი და კრიტიკული აზროვნების უნარი;
  • სამართლიანობა და დისციპლინირებულობა;
  • პასუხისმგებლიანობა;
  • გუნდური და კონსტრუქციული მუშაობის უნარი;
  • განვითარების მზაობა, ცოდნის გაღრმავებისთვის სხვა ადამიანებთან თანამშრომლობა;
  • კვლევებისა და პროექტების ინიცირება, დაფინანსების მოძიება და კოლეგების ინსპირაცია/დაინტერესება.

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარსადგენი დოკუმენტაცია:

  • განცხადება პრეზიდენტის სახელზე (იხილეთ თანდართული ფაილი);
  • რეზიუმე (CV) ქართულ და ინგლისურ ენებზე;
  • ბოლო 6 წლის სამეცნიერო შრომების ჩამონათვალი (სტატიების, წიგნების, მონოგრაფიებისა თუ სხვა სამეცნიერო შრომების შესახებ სრული ინფორმაცია, რომელიც მოიცავს: ნაშრომის სახელწოდებას, გამოქვეყნების ადგილს, თარიღს, გვერდების რაოდენობას და გამომცემლობის დასახელებას, ასევე ნაშრომის გარე ყდის ასლებს (კონკურსის მიზნებისთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ბოლო 6 (ექვსი) წლის მანძილზე არსებული მონაცემები (ასეთის არსებობის შემთხვევაში));
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტაციის (დიპლომის) ასლები;
  • სადისერტაციო თემის (არსებობის შემთხვევაში) შესახებ ინფორმაცია (თემის სათაური, მიმართულება, დარგი — თუ არ არის მითითებული რეზიუმეში);
  • სამეცნიერო-პედაგოგიური მოღვაწეობის დამადასტურებელი ცნობა (არსებობის შემთხვევაში);
  • სერტიფიკატები, ჯილდოები და სხვა დოკუმენტები;
  • აკადემიური/სამეცნიერო თანამდებობის დაკავების მიზნით დადგენილი კრიტერიუმების შესაბამისი სხვა დოკუმენტაცია, პროფესიული გამოცდილების დამადასტურებელი დოკუმენტები.

კონკურსის ეტაპები

  • I ეტაპი — კონკურსანტების მიერ წარმოდგენილი საბუთების გადარჩევა.
  • II ეტაპი — საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება (შესაძლებელია მოიცვას იმიტირებული ლექციის ჩატარება).

კონკურსის ვადები

  • კონკურსი გამოცხადებულია 2026 წლის 10 ნოემბრიდან;
  • აკადემიური თანამდებობის დაკავების მსურველთა საბუთების მიღება 2026 წლის 11 დეკემბრიდან 15 დეკემბრის ჩათვლით;
  • კონკურსის პირველი ეტაპი — საბუთების გადარჩევა: 2026 წლის 16-17 დეკემბერი;
  • კონკურსის მეორე ეტაპი — საკონკურსო კომისიასთან გასაუბრება: 2026 წლის 18-21 დეკემბერი (გასაუბრების ზუსტი თარიღი და დრო კანდიდატს ეცნობება კონკურსის პირველი ეტაპის გავლის შემდეგ);
  • კონკურსის შედეგების გამოქვეყნება: 2026 წლის 22 დეკემბერი;
  • სააპელაციო განაცხადის მიღება: 2026 წლის 23 დეკემბერი;
  • სააპელაციო განაცხადების განხილვა: 2026 წლის 24 დეკემბერი;
  • კონკურსის საბოლოო შედეგების გამოქვეყნება: 2026 წლის 25 დეკემბერი.

დაინტერესებულმა პირებმა საკონკურსო დოკუმენტაციის პაკეტი უნდა გამოაგზავნონ ელექტრონულ ფოსტაზე (წერილის ველში ვაკანსიის/აკადემიური თანამდებობისა და მიმართულების მითითებით) ან წარმოადგინონ უნივერსიტეტში მისამართზე: ქ. თბილისი, უნივერსიტეტის ქ. N10, ადამიანების განვითარების და საქმისწარმოების დეპარტამენტში.

გაცნობებთ, რომ "ალტე უნივერსიტეტი" ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 3 წლის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ გსურთ "ალტე უნივერსიტეტის" მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავების შეწყვეტა, წაშლა ან/და განადგურება, ასევე მონაცემთა შესწორება, განახლება ან/და შევსება, შეგიძლიათ შესაბამისი შინაარსის განცხადებით მიმართოთ "ალტე უნივერსიტეტს".

"ალტე უნივერსიტეტი" კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს "დისკრიმინაციის ყველ

Поделиться этой страницей FacebookTelegramLinkedInX

Пожаловаться

Вам угрожает опасность прямо сейчас? Звоните 112.

Заработок Знаете, кому подойдёт эта вакансия?Отправьте её по своей ссылке: друзья, которые придут и откликнутся, принесут вам очки, а одобренные партнёры зарабатывают деньги. Заработок с нами →
Это ваше объявление?

Мы публикуем копию этого объявления, чтобы его нашли те, кто ищет работу в Грузии, со ссылкой на первоисточник. Если оно ваше, вы можете взять управление им на себя, или попросить нас его снять.

Полученное объявление становится прямым: неделю после публикации или поднятия показывается выше собранных с других сайтов, его можно редактировать, поднимать и закрывать, а ещё оно попадает в поиск вакансий Google.

Похожие объявления

Ищете сотрудника? Разместите вакансию бесплатно.

Размещение бесплатно