8848 активных вакансий
← Все вакансии

KE28506N Опубликовано 25 авг 0 просмотров

ქოფირაითერი

ამბასადორი აილენდ ბათუმი внешнее объявление
Тбилиси Полная занятость Маркетинг / PR
По договорённости Приём откликов до

"ამბასადორი ბათუმი აილენდი" აცხადებს ვაკანსიას ქოფირაითერის პოზიციაზე.

"Ambassador Island Batumi" აჭარის რეგიონის შეუქცევადი განვითარების შთამბეჭდავი სიმბოლოა-ინოვაციური პროექტი, რომელიც თავისი უნიკალური მდებარეობით, მასშტაბითა და მრავალფუნქციური კონცეფციით ახალი ტურისტული და ეკონომიკური ცენტრის როლს შეასრულებს.

მდებარეობა: თბილისი

დასაქმების ფორმა: სრული განაკვეთი, ადგილზე

ელფოსტა:

გთხოვთ, CV-სთან ერთად ელ.ფოსტაზე გამოგვიგზავნოთ პორტფოლიოც.

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევა;

** 30%-იანი ფასდაკლება ამბასადორი ჯგუფის სასტუმროებსა და რესტორნების ქსელში;

** პროფესიული განვითარება;

** მეგობრული სამუშაო გარემო.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** დადებითი დამოკიდებულება და შესანიშნავი კომუნიკაციის უნარი.

** მაღალორგანიზებული, შედეგებზე ორიენტირებული, მოქნილობის და სტრესულ ვითარებაში მუშაობის უნარით.

** სტანდარტული საოფისე და ქოფირაითინგის ინსტრუმენტების ცოდნა; სასურველია AI დამხმარე ხელსაწყოებთან მუშაობის გამოცდილება.

** ბრენდის ტონალობის (TOV), კორპორაციული კომუნიკაციისა და მრავალეტაპიანი შეთანხმების პროცესების ცოდნა.

** ქოფირაითერის პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება (სასურველია მსხვილ/ცნობილ ბრენდებთან).

ძირითადი მოვალეობები:

** ქოფირაითინგის პროცესების წარმართვა, კონტროლი და შესაბამისი ტექსტური მასალების მომზადება (ქართულ და ინგლისურ ენებზე);

** შინაარსობრივი მოთხოვნების მიღება, დამუშავება და შესაბამისი შიდა ტექსტური ანგარიშგების მომზადება;

** ბრენდის ტონალობის (TOV), სტილისა და საკომუნიკაციო მასალების მუდმივი მონიტორინგი და ანალიზი;

** კორპორაციული დოკუმენტაციის შეგროვება, რედაქტირება და საჭიროებისამებრ სარეპორტინგო/PR მასალების მომზადება;

** მოკლე (Hook/Headline) და გრძელფორმატიანი (PR სტატიები) ტექსტების მომზადება;

** აქტიური კომუნიკაცია შიდა გუნდებთან (SMM, Brand, PR, Digital Ads, Design), მედია პარტნიორებთან და კომპანიის სხვა დეპარტამენტებთან;

** კონტენტ-კალენდრის, შეთანხმების ეტაპებისა და ტექსტური დოკუმენტაციის ვადების კონტროლი და ადმინისტრირება;

** საბოლოო ტექსტების, პრეს-რელიზებისა და სხვა მასალების დროული წარმოება და ჩაბარება;

** მონაწილეობა კამპანიების სტრატეგიის შედგენაში, აუდიტორიის ჩართულობის ანალიზსა და ტონალობის კონტროლში;

** საკომუნიკაციო გეგმების შესრულების მონიტორინგი და ბრენდის რეპუტაციული რისკების შეფასებაში მონაწილეობა;

** საჭიროებისამებრ სხვა მარკეტინგული და ადმინისტრაციული დავალებების შესრულება;

** უშუალო ხელმძღვანელის მოთხოვნით სხვა მოვალეობების შესრულება.

სათაურის ველში გთხოვთ მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში, კომპანია იტოვებს უფლებას არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშაოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშაოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელფოსტაზე:

გისურვებთ წარმატებას!

Поделиться этой страницей FacebookTelegramLinkedInX

Пожаловаться

Это ваше объявление?

Мы публикуем копию этого объявления, чтобы его нашли те, кто ищет работу в Грузии, со ссылкой на первоисточник. Если оно ваше, вы можете взять управление им на себя, или попросить нас его снять.

Полученное объявление становится прямым: показывается выше зеркальных копий, отклики приходят в вашу панель, а объявление попадает в поиск вакансий Google.

О работодателе
ამბასადორი აილენდ ბათუმი
Похожие объявления

Нанимайте в Грузии без лишних хлопот

Бесплатно для всех