მიმტანი/მომსახურე პერსონალი
"სუში რუმი" აცხადებს ვაკანსიას მიმტანის/მომსახურე პერსონალის პოზიციაზე.
გაიხსნა "სუში რუმის" პრემიუმ ტიპის ახალი არტიზანული რესტორანი ვაკეში.
ვეძებთ ერთგულ და მომხმარებელზე ორიენტირებულ მომსახურე პერსონალს/მიმტანს.
ანაზღაურება: საათში 10 ლარი სამუშაო განაკვეთი: სრული/ნახევარი
რას გთავაზობთ
- მაღალ ანაზღაურებას თქვენი გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით;
- უნიკალურ შესაძლებლობას, გაიზარდოთ პრემიუმ ბრენდთან ერთად;
- დახვეწილ, გემოვნებიან და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- სადაზღვევო პაკეტის არჩევანს.
მოთხოვნები
- ძლიერი კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
- ძლიერი სამუშაო ეთიკა, დეტალებისადმი ყურადღება და საიმედოობა;
- პუნქტუალურობა და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა აუცილებელია;
- მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება მომსახურების სფეროში;
- ქართული და ინგლისური ენების გამართულად ცოდნა.
პასუხისმგებლობა/მოვალეობები
- მომხმარებლის კონსულტაცია და მომსახურება;
- სალაროსთან მუშაობა.
გამოაგზავნეთ თქვენი CV და მოკლე სამოტივაციო წერილი ელფოსტაზე. სათაურის ველში მიუთითეთ "მომსახურე პერსონალი".
სუში რუმი მოწოდებულია თქვენი ზრდისა და წარმატებისკენ. ერთად შევქმნათ მომსახურების მაღალი სტანდარტი ჩვენს ქალაქში.