8144 активных вакансий
← Все вакансии

KXGXTTGE Опубликовано 26 авг 3 просмотров

უძრავი ქონების ლიზინგის მენეჯერი

STREAM via jobs.ge
Удалённо Полная занятость Финансы / бухгалтерия
По договорённости Приём откликов до

ვაცხადებთ ვაკანსიას უძრავი ქონების ლიზინგის მენეჯერის პოზიციაზე სალიზინგო კომპანია - ტერა ლიზინგისთვის, რომელიც დაფუძნდა 2023 წელს, ფლობს 50 მლნ. ლარზე მეტი ღირებულების პორტფელს და იკავებს მეორე ადგილს ბაზარზე.

პოზიციაზე მივესალმებით კანდიდატებს, რომელთაც აქვთ ბიზნესის დაკრედიტების მიმართულებით გამოცდილება, ძლიერი ანალიტიკური, ორგანიზაციული, მოლაპარაკებების წარმოებისა და კლიენტებთან ურთიერთობის უნარები; შეუძლიათ სწორად განსაზღვრონ პრიორიტეტები და ერთდროულად რამდენიმე დავალებას წარმატებით გაართვან თავი.

სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი - პარასკევი (10:00 - 19:00), კვირაში ერთი დღე დისტანციურად სამუშაო ადგილი: ზ. ანჯაფარიძის 42

ძირითადი მოვალეობები:

** პოტენციურ კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება და უძრავი ქონების ლიზინგის პროდუქტების შეთავაზება/გაყიდვა; ** ახალი კორპორატიული კლიენტების მოძიება და გრძელვადიანი საქმიანი ურთიერთობების განვითარება; ** კლიენტების უძრავი ქონების ლიზინგით დაფინანსების პროცესის ორგანიზება და პროექტის გაცემამდე პროცესის კოორდინაცია; ** გაყიდვებისა და მარკეტინგის გუნდებთან ეფექტური თანამშრომლობა; ** არსებული კლიენტების პორტფელის მართვა, მათ შორის After-Sales პროცესების კოორდინაცია; ** უძრავი ქონების ლიზინგის პორტფელში ვადაგადაცილებების მართვა და შესაბამის საკითხებზე მუშაობა; ** მომწოდებლებთან თანამშრომლობა და გაყიდვების ქსელის განვითარება; ** ახალი პროდუქტებისა და ბიზნესის განვითარების პროცესებში აქტიური ჩართულობა; ** კლიენტებთან და პროექტებთან დაკავშირებული სხვა ბიზნეს საკითხების მართვა.

ძირითადი მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება; ** MSME დაკრედიტების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება; ** გაყიდვების პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება; ** უძრავი ქონების/დეველოპერულ სექტორში გამოცდილება ჩაითვლება მნიშვნელოვან უპირატესობად; ** MS Office-ის კარგი ცოდნა; ** ქართული ენის გამართულად ფლობის უნარი; ** ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესებულ პირებს ვთხოვთ, გამოაგზავნონ რეზიუმე (CV) შემდეგ მისამართზე: jobs@stream.com.ge არაუგვიანეს 9 სექტემბრისა. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

შერჩევას ახორციელებს კომპანია STREAM (https://www.stream.com.ge)-ის რეკრუტინგის სამსახური. შერჩეული კანდიდატები საბოლოო გასაუბრებას გაივლიან დამქირავებელ კომპანიასთან.

თქვენს მიერ გაგზავნილი პერსონალური მონაცემები დაექვემდებარება დამუშავებასა და შენახვას საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

Пожаловаться

О работодателе
STREAM
Сайт ↗

Нанимайте в Грузии без лишних хлопот

Бесплатно