Вакансий 9 294
Заработок

Приводите людей на findjobs.ge и получайте 5⁠–⁠25% от их оплат. Начать бесплатно, оплата за результат.

← Все вакансии

M0MGDAZQ Опубликовано 27 окт Просмотров: 0

გიდის პროფესიული მომზადების სასწავლო კურსი

ვიზიტ ჯორჯია внешнее объявление
Тбилиси Полная занятость Другое
Войти и откликнуться
По договорённости Приём откликов до 6 дек

ჩვენს შესახებ

ტურისტული სააგენტო "ვიზიტ ჯორჯია" არის შემომყვანი ლიდერი ტურ-ოპერატორი საქართველოსა და სამხრეთ კავკასიაში, რომელიც ბაზარზე 1997 წლიდან ოპერირებს. კომპანია ათეული წლებია წარმატებით თანამშრომლობს მსოფლიოს 350-ზე მეტ ტუროპერატორთან (ევროპა, იაპონია, სამხრეთ კორეა, აშშ, ლათ. ამერიკა და ა.შ) და 1000 ზე მეტ ადგილობრივ სერვისის მომწოდებელთან.

2002 წელს ვიზიტ ჯორჯიას ბაზაზე შეიქმნა ვიზიტ ჯორჯიას აკადემია, სადაც ასეულობით კადრი აღიზარდა და დასაქმდა შემომყვანი ტურიზმის სფეროში. მრავალი მათგანი დღესაც ჩვენი დიდი გუნდის წევრია. კომპანიის ერთ-ერთ უმთავრეს მიღწევად სწორედ განათლება და პროფესიონალი კადრების უწყვეტი აღზრდა მიგვაჩნია.

მეტი ინფორმაციისთვის გთხოვთ ეწვიოთ ვებ გვერდს: https://visitgeorgia.ge/

გიდის პროფესიული მომზადების კურსი

ვიზიტ ჯორჯიას აკადემია გთავაზობთ გიდის პროფესიული მომზადების თეორიულ და პრაქტიკულ სასწავლო კურსს. კურსის მიზანია მონაწილეები სრულყოფილად დაეუფლონ ტურის ჩატარების, მოგზაურებთან სწორი კომუნიკაციისა და მაღალი სერვისის მიწოდების უნარებს.

კურსის შესახებ მეტი ინფორმაციას ნახავთ: https://visitgeorgia.ge/our-brands/visitgeoria-academy/guide-training-course/

სარგებელი:

  • დაეუფლები გიდის პროფესიას
  • დასაქმდები მაღალანაზღაურებად პოზიციაზე
  • გექნება მრავალფეროვანი და დინამიური სამუშაო გარემო
  • იმოგზაურებ მთელი ქვეყნის მასშტაბით
  • შეხვდები საინტერესო ადამიანებს მსოფლიოს ყველა კუთხიდან
  • შეიძენ ახალ ცოდნასა და უნარებს
  • გექნება კარიერული ზრდის შესაძლებლობა

მოთხოვნები:

გიდის პროფესიული მომზადების კურსით დაინტერესებული პირები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ კრიტერიუმებს:

  • ერთი უცხო ენის (გერმანული, ინგლისური, ფრანგული, იტალიური, ესპანური, იაპონური ან კორეული) ცოდნა C1 -დონეზე; ერთზე მეტი უცხო ენის ცოდნა კანდიდატების შერჩევისას ჩაითვლება უპირატესობად
  • სწავლისათვის მზადყოფნა (მოტივაცია და ინტერესი პროფესიული განვითარების მიმართ)
  • ფიზიკური მდგრადობა (აუცილებელია ფიზიკური გამძლეობა და გიდის საქმიანობისთვის შესაფერისი ჯანმრთელობა)
  • გამართული მეტყველება
  • ინფორმაციის სწორად გადმოცემისა და ადამიანებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი

კურსის შესახებ ინფორმაცია:

სწავლა დაიწყება 2026 წლის 15 დეკემბერს და დასრულდება 2027 წლის 16 აპრილს.

კურსი მოიცავს:

  • 26 ლექციას
  • ინდივიდუალურ სემინარებს
  • 10 გასვლით პრაქტიკულ მეცადინეობას
  • 6 შუალედურ და 1 ფინალურ გამოცდას

ლექციები ჩატარდება კვირაში ორჯერ:

  • სამშაბათს 10:00-12:00 (2 საათი)
  • პარასკევს 10:00-12:00 (2 საათი)

სწავლება წარიმართება ქართულ ენაზე. შეხვედრის ადგილი: ვიზიტ ჯორჯიას აკადემია. მისამართი: ინგოროყვას 4ა

დამატებითი ინფორმაცია

შერჩეული კანდიდატებისთვის სასწავლო კურსში მონაწილეობის საფასურს ფარავს "ტურისტული სააგენტო ვიზიტ ჯორჯია". მონაწილეები შეირჩევიან გასაუბრების საფუძველზე.

შერჩეულ კანდიდატებთან ინდივიდუალური გასაუბრება დაიწყება 16 ნოემბრიდან

მუშაობის ვადები და ანაზღაურება

ყველა კურსდამთავრებული 2027 წლის ტურისტულ სეზონზე (აპრილი - ოქტომბერი) დასაქმდება ჩვენს კომპანიაში. ანაზღაურება განისაზღვრება დღიურად, ნამუშევარი დღეების მიხედვით და შეთანხმდება თითოეულ კანდიდატთან მომზადების დაწყებამდე.

რეგისტრაცია

გთხოვთ, სასწავლო კურსში მონაწილეობით დაინტერესებულმა პირებმა, გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ ფოსტაზე. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, მაგ: გიდი (გერმანულენოვანი)

ან შეავსეთ განაცხადის ფორმა ბმულზე: https://docs.google.com/forms/d/e/1FAIpQLScLNw9J3A8R2gcw2fl9-whEpqBcYrk9952HvL0jZwVO9SK27A/viewform

განაცხადები მიიღება 5 დეკემბრამდე. გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, საქართველოს კანონის "პერსონალური მონაცემთა დაცვის შესახებ" შესაბამისად, ექვემდებარება შენახვა-დამუშავებას 1 წლის განმავლობაში.

Поделиться этой страницей FacebookTelegramLinkedInX

Пожаловаться

Вам угрожает опасность прямо сейчас? Звоните 112.

Заработок Знаете, кому подойдёт эта вакансия?Отправьте её по своей ссылке: друзья, которые придут и откликнутся, принесут вам очки, а одобренные партнёры зарабатывают деньги. Заработок с нами →
Это ваше объявление?

Мы публикуем копию этого объявления, чтобы его нашли те, кто ищет работу в Грузии, со ссылкой на первоисточник. Если оно ваше, вы можете взять управление им на себя, или попросить нас его снять.

Полученное объявление становится прямым: неделю после публикации или поднятия показывается выше собранных с других сайтов, его можно редактировать, поднимать и закрывать, а ещё оно попадает в поиск вакансий Google.

Похожие объявления

Ищете сотрудника? Разместите вакансию бесплатно.

Размещение бесплатно