გაყიდვების აგენტი
"M4 Group" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების აგენტის პოზიციაზე!
ვეძებთ მოტივირებულ, კომუნიკაბელურ და მიზანდასახულ ადამიანებს, რომლებსაც აინტერესებთ უძრავი ქონების სფერო, უყვართ ადამიანებთან ურთიერთობა და სურთ პროფესიული განვითარება გაყიდვების მიმართულებით.
თუ გაქვს მოლაპარაკებების წარმართვის უნარი, ხარ შედეგზე ორიენტირებული და გსურს გახდე აქტიური გუნდის წევრი — M4 Group გელოდება!
სამუშაო პირობები
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი
- სამუშაო საათები: 11:00-19:00
- შესვენება: 1 საათი
- სამუშაო სფერო: უძრავი ქონება
რას გთავაზობთ?
- საოპერაციო ხარჯების დაფინანსებას, მათ შორის საზოგადოებრივი ტრანსპორტით უფასო მგზავრობას;
- განცხადებების განსათავსებელი ბალანსი უძრავი ქონების ვებგვერდებზე;
- მეგობრული და პროფესიონალური სამუშაო გარემო;
- პროფესიული განვითარების შესაძლებლობა;
- კომპანიის მხრიდან მარკეტინგული და სარეკლამო მხარდაჭერა;
- უძრავი ქონების ობიექტების პოპულარიზაცია და რეკლამირება;
- განცხადებების განთავსებისა და გავრცელების ხელშეწყობა სხვადასხვა ონლაინ პლატფორმაზე;
- ტრენინგებსა და გუნდის ყოველდღიურ მხარდაჭერას;
- რეალური შესაძლებლობა, გაზარდო საკუთარი შემოსავალი შედეგების შესაბამისად.
ჩვენი მოთხოვნები
- გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- გამართული კომუნიკაციისა და აქტიური მოსმენის უნარი;
- მოლაპარაკებების ეფექტურად წარმართვის უნარი;
- ქართული ენის სრულყოფილი ცოდნა;
- ინგლისური ენის კარგი ცოდნა;
- რუსული ენის ცოდნა ჩაითვლება დამატებით უპირატესობად;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და პუნქტუალურობა;
- მიზანდასახულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვა;
- ინიციატივის გამოჩენისა და დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
- სტრესულ სიტუაციებში ეფექტურად მუშაობის უნარი.
ძირითადი მოვალეობები
- პოტენციურ კლიენტებთან სატელეფონო კომუნიკაცია;
- უძრავი ქონების ობიექტების მოძიება და მფლობელებთან თანამშრომლობა;
- მყიდველებისა და დამქირავებლების საჭიროებების განსაზღვრა;
- შესაბამისი უძრავი ქონების შეთავაზება;
- მოლაპარაკებების წარმართვა და შეხვედრების ორგანიზება;
- კლიენტებთან გრძელვადიანი და სანდო ურთიერთობის ჩამოყალიბება;
- გაყიდვებისა და გაქირავების პროცესის კოორდინაცია.
შემოუერთდი M4 Group-ის გუნდს და შექმენი შენი წარმატების ისტორია ჩვენთან ერთად!
დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნე CV პირად შეტყობინებაში ან მოგვწერე მითითებულ საკონტაქტო არხზე. სათაურის ველში მიუთითე: "უძრავი ქონების აგენტი".
M4 Group — შენი შესაძლებლობა უძრავი ქონების სამყაროში!