ანაზღაურებადი სტაჟირება - IT Support სპეციალისტი
ITCraft - არის საქართველოში ერთ-ერთი წამყვანი კომპანია IT მიმართულებით, რომელიც მოთხოვნის შესაბამისად სრულ მომსახურებას უწევს მცირე და საშუალო ბიზნესებს.
ვეძებთ კადრს რომლებიც ორიენტირებულნი იქნებიან განვითარებაზე IT სფეროში - ანაზღაურებადი სტაჟირება IT Craft- ში IT Support სპეციალისტის პოზიციაზე.
სამუშაოს აღწერა:
** კომპიუტერების ტექნიკური გაუმართაობის დადგენა/დიაგნოსტიკა, აღმოფხვრა; ** სხვადასხვა ქსელური მოწყობილობების გამართულად მუშაობის უზრუნველყოფა; ** სკანერების და საბეჭდი სისტემების მხარდაჭერა; ** უკაბელო წვდომის წერტილების კონფიგურაცია, მონტაჟი; ** ინციდენტებზე დროული და ეფექტური რეაგირება. ** კონსულტაცია ტელეფონის საშუალებით და დისტანციური წვდომის პროგრამების მეშვეობით;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
** საბაზისო ცოდნა IT სფეროში ** ინგლისური ენის ცოდნა. ** სასურველია დამამთავრებელი კურსის სტუდენტი ან კურსდამთავრებული
პიროვნული თვისებები:
** კომუნიკაბელურობა, ორგანიზებულობა; ** დამოუკიდებლად და გუნდურად მუშაობის უნარი; ** პასუხისმგებლობის გრძნობა; ** მომხმარებელზე ორიენტირებულობა;
სამუშაო ადგილი: თბილისი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათიდან - პარასკევის ჩათვლით 10:00 საათიდან 18:00- მდე, შაბათი მოკლე სამუშაო დღე მორიგეობით 15:00 მდე, კვირა დასვენება. ხელფასი განპირობებულია ცოდნასა და გამოცდილების მიხედვით. სტაჟირების წარმატებით გავლის შემდეგ გექნებათ კომპანიაში დასაქმების შესაძლებლობა.
დაინტერესებულმა პირებმა თქვენი რეზიუმე გამოგზავნეთ შემდეგ მისამართზე: Hr@itcraft.ge და აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება სათაურში.