Партнёр

Бесплатные объявления по всей Грузии.

Открыть classified.ge
← Все вакансии

N0AWAR8Z Опубликовано 11 ноя Просмотров: 0

ღონისძიებების მენეჯერი

Eventive Georgia внешнее объявление
Тбилиси Полная занятость Продажи
₾2000–3000 / мес Приём откликов до 12 дек
Войти и откликнуться

"Eventive Georgia" აცხადებს ვაკანსიას ღონისძიებების მენეჯერის (Event Manager) პოზიციაზე.

მდებარეობა: თბილისი ანაზღაურება: 2000-3000 ₾ (ხელზე) + ბონუსი

კომპანიის შესახებ

"Eventive Georgia" 2019 წლიდან ქმნის და ახორციელებს კორპორატიულ ღონისძიებებს, კონფერენციებს, გახსნის ოფიციალურ ცერემონიებს, გალა ვახშმებს, ქორწილებსა და კერძო ღონისძიებებს.

ჩვენ განხორციელებული გვაქვს 150-ზე მეტი ღონისძიება, რომელსაც ჯამში 25 000-ზე მეტი სტუმარი დაესწრო. გვაქვს 4 000-ზე მეტი ერთეული საკუთარი ინვენტარი, პროფესიული სამზარეულო და ღონისძიებების ტექნიკური უზრუნველყოფის შესაძლებლობები.

ჩვენი მიდგომაა "ერთი პროექტი, ერთი მენეჯერი" - კლიენტს ჰყავს ერთი პასუხისმგებელი პირი, რომელიც პროექტს მართავს პირველი მოთხოვნიდან ღონისძიების დასრულებამდე.

გუნდის გასაძლიერებლად ვეძებთ გამოცდილ ღონისძიებების მენეჯერს. მას უნდა შეეძლოს ღონისძიების ორგანიზებასთან ერთად კლიენტთან მოლაპარაკება, კომერციული შეთავაზების მომზადება, გაყიდვის დახურვა და პროექტის დამოუკიდებლად განხორციელება.

ძირითადი მოვალეობები

  • შემოსული მოთხოვნების დამუშავება, კლიენტის საჭიროებების განსაზღვრა და პროფესიული კონსულტაცია;
  • კომერციული შეთავაზებებისა და პროექტის ბიუჯეტის მომზადება;
  • კლიენტებთან მოლაპარაკებების წარმოება, გაყიდვების დახურვა და ხელშეკრულებების მომზადება;
  • ღონისძიების სრული ციკლის მართვა, კონცეფციიდან საბოლოო განხორციელებამდე;
  • ლოკაციების, მომწოდებლებისა და მომსახურების პირობების შერჩევა და შეთანხმება;
  • პროექტის ხარჯების, ბიუჯეტისა და მომგებიანობის კონტროლი;
  • ქეითერინგის, ტექნიკური აღჭურვილობის, ინვენტარის, დეკორისა და პერსონალის კოორდინაცია;
  • ღონისძიების სამუშაო გეგმისა და დროითი განრიგის მომზადება და შესრულების კონტროლი;
  • ღონისძიების მიმდინარეობის ადგილზე მართვა და გაუთვალისწინებელი სიტუაციების ოპერატიულად გადაწყვეტა;
  • რამდენიმე პროექტის პარალელურად მართვა, პრიორიტეტებისა და ვადების დაცვით;
  • CRM სისტემაში კლიენტებთან კომუნიკაციის, შეთავაზებებისა და პროექტების მიმდინარეობის აღრიცხვა;
  • დასრულებული პროექტების ფინანსური შედეგების შეფასება და ანგარიშგება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

აუცილებელია

  • ღონისძიებების ორგანიზების მინიმუმ 2-წლიანი პრაქტიკული გამოცდილება;
  • ღონისძიებების სრული ციკლის დამოუკიდებლად მართვის გამოცდილება;
  • კლიენტებთან უშუალო კომუნიკაციისა და საქმიანი მოლაპარაკებების წარმოების უნარი;
  • კომერციული შეთავაზებებისა და ბიუჯეტების მომზადების გამოცდილება;
  • მომწოდებლებთან მუშაობისა და მომსახურების პირობებზე მოლაპარაკების გამოცდილება;
  • რამდენიმე პროექტის ერთდროულად მართვის უნარი;
  • ქართული და ინგლისური ენების თავისუფლად ცოდნა;
  • საოფისე პროგრამების პრაქტიკული ცოდნა.

უპირატესობად ჩაითვლება

  • კორპორატიული ღონისძიებების, კონფერენციებისა და MICE პროექტების მართვის გამოცდილება;
  • ღონისძიებების მომსახურების გაყიდვების გამოცდილება;
  • ქეითერინგის, ქორწილებისა და მასშტაბური ღონისძიებების ორგანიზების გამოცდილება;
  • CRM სისტემებთან მუშაობის გამოცდილება (HubSpot, Salesforce ან სხვა);
  • რუსული ენის ცოდნა.

ანაზღაურება და სამუშაო პირობები

  • ფიქსირებული ხელფასი: 2000-3000 ₾ (ხელზე), გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით;
  • დამატებითი ბონუსი გაყიდვებისა და წარმატებით განხორციელებული პროექტების შედეგების მიხედვით;
  • სრულ განაკვეთზე დასაქმება;
  • სამუშაო დღეები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00-19:00;
  • ღონისძიებების დღეებში სამუშაო გრაფიკი განისაზღვრება პროექტის საჭიროებების შესაბამისად;
  • სამუშაო ადგილი: თბილისი, ლვოვის ქ. 95.

როგორ გამოაგზავნოთ განაცხადი?

CV გამოაგზავნეთ ელექტრონულ მისამართზე. წერილის სათაურში (Subject) მიუთითეთ პოზიცია: Event Manager. სათაურში პოზიციის მითითების გარეშე გამოგზავნილი განაცხადები არ განიხილება.

CV-სთან ერთად აუცილებლად წარმოადგინეთ თქვენ მიერ დამოუკიდებლად მართული 2-3 ღონისძიების მოკლე აღწერა:

  • ღონისძიების ტიპი და სტუმრების რაოდენობა;
  • თქვენი კონკრეტული პასუხისმგებლობები;
  • პროექტის ბიუჯეტის მასშტაბი (თუ ინფორმაციის გაზიარება შესაძლებელია);
  • მიღწეული შედეგი.
Поделиться этой страницей FacebookTelegramLinkedInX

Пожаловаться

Вам угрожает опасность прямо сейчас? Звоните 112.

Заработок Знаете, кому подойдёт эта вакансия?Отправьте её по своей ссылке: друзья, которые придут и откликнутся, принесут вам очки, а одобренные партнёры зарабатывают деньги. Заработок с нами →
Это ваше объявление?

Мы публикуем копию этого объявления, чтобы его нашли те, кто ищет работу в Грузии, со ссылкой на первоисточник. Если оно ваше, вы можете взять управление им на себя, или попросить нас его снять.

Полученное объявление становится прямым: неделю после публикации или поднятия показывается выше собранных с других сайтов, его можно редактировать, поднимать и закрывать, а ещё оно попадает в поиск вакансий Google.

Похожие объявления

Ищете сотрудника? Разместите вакансию бесплатно.

Размещение бесплатно