ექიმი ონკოლოგი
Опубликовано 20 ноя (осталось 27 дн.) Приём откликов до 18 дек
კლინიკა ჯეო მედი აცხადებს ვაკანსიას ექიმი ონკოლოგის პოზიციაზე. ადგილმდებარეობა: თბილისი.
ჩვენ გთავაზობთ
- მოქნილ სამუშაო გრაფიკს;
- მაღალ ანაზღაურებას;
- კომპანიის ავტომობილით მომსახურებას;
- სტაბილურ და პროფესიულ სამუშაო გარემოს.
ძირითადი მოვალეობები
- ონკოლოგიური კონსულტაციის გაწევა პაციენტის ბინაზე;
- პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ონკოლოგიური ანამნეზის შეფასება;
- არსებული სამედიცინო დოკუმენტაციისა და კვლევის შედეგების შეფასება;
- დიაგნოზის დაზუსტება და შესაბამისი მკურნალობის ტაქტიკის განსაზღვრა;
- საჭიროების შემთხვევაში დამატებითი კვლევებისა და მულტიდისციპლინური კონსულტაციების რეკომენდაცია;
- მკურნალობის მიმდინარეობისა და პაციენტის მდგომარეობის დინამიკის შეფასება;
- პაციენტისა და მისი ოჯახის წევრებისთვის შესაბამისი სამედიცინო რეკომენდაციების მიწოდება;
- სამედიცინო დოკუმენტაციის სრულყოფილად წარმოება.
ჩვენი მოთხოვნები
- უმაღლესი სამედიცინო განათლება;
- მოქმედი სახელმწიფო სერტიფიკატი ონკოლოგიაში;
- ონკოლოგად მუშაობის გამოცდილება;
- ონკოლოგიური პაციენტების მართვის გამოცდილება;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- პროფესიული ეთიკისა და სამედიცინო სტანდარტების დაცვა;
- პაციენტთან და მის ოჯახის წევრებთან ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ ელექტრონულ ფოსტაზე. სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება.