7981 активных вакансий
← Все вакансии

NKES5VBR Опубликовано 25 авг 4 просмотров

HR სპეციალისტი

მასტერ კოფი via hr.ge
Тбилиси Полная занятость Администрация / менеджмент
По договорённости Приём откликов до

კომპანია „მასტერ კოფი“ არის კომპანია იაკობს საქართველოს ოფიციალური დისტრიბუტორი ყავის ბიზნესის მიმართულებით და კაფეების ქსელ „COFFEESTA“-ს მფლობელი კომპანია. “მასტერ კოფს“ გააჩნია ყავის მარცვლის დიდი ასორტიმენტი: CARTE NOIRE”, “ JACOBS”, “PIAZZA DORO”, “L’OR” და უზრუნველყოფს ყავის აპარატების – Franke, Schaerer, Astoria, Saeco, Dr. Coffee – მიწოდებასა და მათი სათადარიგო ნაწილებით უზრუნველყოფას.

ვეძებთ მოტივირებულ და პასუხისმგებლიან HR სპეციალისტს, რომლის ძირითადი მიმართულება იქნება რეკრუტინგის სრული ციკლის მართვა, თანამშრომელთა Onboarding/Offboarding პროცესების კოორდინაცია და HR ადმინისტრაციული პროცესების მხარდაჭერა.

სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი( ორშაბათი–პარასკევი); სამუშაო საათები: 10:00–18:00; სამუშაო ადგილი: ქ.თბილისი, დ. სარაჯიშვილის გამზირი;

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: - კომპანიის საკადრო საჭიროებების განსაზღვრა შესაბამის მენეჯერებთან თანამშრომლობით; - ვაკანსიების მომზადება და შესაბამის არხებში განთავსება; - რეკრუტინგის სრული ციკლის მართვა — კანდიდატის მოძიებიდან შერჩევისა და დასაქმების ეტაპამდე; - რეზიუმეების გადარჩევა და პირველადი გასაუბრებების ჩატარება; - შერჩეული კანდიდატებისა და შესაბამისი მენეჯერების გასაუბრებების კოორდინაცია; - კანდიდატებთან კომუნიკაცია და კანდიდატთა ბაზის წარმოება; - Onboarding/Offboarding პროცესის ორგანიზება და კოორდინაცია; - თანამშრომელთა პირადი საქმეებისა და HR დოკუმენტაციის წარმოება და განახლება; - თანამშრომელთა მონაცემების სიზუსტისა და დროული განახლების უზრუნველყოფა; - HR სისტემის — SELF-ის ადმინისტრირება; - თანამშრომლებთან ეფექტური კომუნიკაცია.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: - HR/Recruitment მიმართულებით მინიმუმ 2- 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება აუცილებელია; - რეკრუტინგის სრული ციკლის მართვის პრაქტიკული გამოცდილება; - Onboarding/Offboarding პროცესების ცოდნა; - HR დოკუმენტაციის წარმოების გამოცდილება; - საქართველოს შრომის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპების ცოდნა; - საოფისე პროგრამების ცოდნა; - HR სისტემებთან მუშაობის გამოცდილება;

პიროვნული უნარები: - ეფექტური კომუნიკაციისა და გასაუბრების ჩატარების უნარი; - ორგანიზებულობა და დროის ეფექტურად მართვა; - რამდენიმე პროცესის პარალელურად მართვის უნარი; - პასუხისმგებლობის მაღალი ხარისხი და დეტალებზე ორიენტირებულობა; - პროაქტიულობა და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;

ჩვენ გთავაზობთ: - სტაბილურ სამუშაო გარემოს მეგობრულ გუნდში; - საინტერესო და დინამიკურ სამუშაო პროცესს; - პროფესიული განვითარების შესაძლებლობას; - ჯანმრთელობის დაზღვევას; - FitPass პროგრამით სარგებლობის შესაძლებლობას.

უპირატესობად ჩაითვლება: Retail / HoReCa / FMCG / Distribution სფეროში ან მასობრივი რეკრუტინგის გამოცდილება.

დაინტერესებულმა კანდიდატებმა გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგ საფოსტო მისამართზე: info@mastercoffee.ge ; ელ.ფოსტის სათაურში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: HR სპეციალისტი. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

Пожаловаться

О работодателе
მასტერ კოფი
Сайт ↗

Нанимайте в Грузии без лишних хлопот

Бесплатно