8300 активных вакансий
← Все вакансии

P4J5PN8Q Опубликовано 27 авг 2 просмотров

უნივერსალური ტექნიკოსი

ბენე კომფორტი via jobs.ge
Тбилиси Полная занятость Другое
По договорённости Приём откликов до

"ბენე კომფორტი" უძრავი ქონების მართვისა და მოვლა-პატრონობის ლიდერი პროვაიდერი კომპანია 2020 წლიდან სრულიად ახალ სტანდარტს ქმნის სამომხმარებლო ბაზარზე და უზრუნველყოფს პრემიუმ კლასის მომსახურებას, როგორც კომერციული ობიექტებისთვის ისე საცხოვრებელი კომპლექსებისთვის.

"ბენე კომფორტის" მრავალფეროვანი პორტფელი 40-ზე მეტ პარტნიორ ობიექტს აერთიანებს, მათ შორის: აპარტ-ოტელებს, საცხოვრებელ კომპლექსებს, კომერციულ სივრცეებს, სავაჭრო ცენტრებსა და სპორტულ ობიექტებს.

"ბენე კომფორტი" აცხადებს ვაკანსიას უნივერსალური ტექნიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

** სამუშაო დრო: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე; ** სამუშაო ადგილი: თბილისი; ** ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად

მოვალეობები:

** საცხოვრებელ კომპლექსებში ტექნიკური მოწყობილობებისა და სისტემების მონიტორინგი და რეგულარული შემოწმება; ** წარმოშობილი პრობლემების იდენტიფიცირება, მიზეზების ანალიზი და ოპერატიული რეაგირება; ** ტექნიკური ხარვეზების აღმოფხვრა დამოუკიდებლად ან საჭიროების შემთხვევაში სპეციალისტთან კოორდინაციით; ** პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარება გაუმართაობის თავიდან ასაცილებლად; ** ტექნიკური დოკუმენტაციის წარმოება (პრობლემების აღწერა, გაწეული სამუშაოების ჩანაწერები); ** თანამშრომლების ტექნიკური დახმარება ყოველდღიურ საქმიანობაში; ** უსაფრთხოების სტანდარტების დაცვა ტექნიკურ სამუშაოებში.

საჭირო უნარები და კომპეტენციები:

** ტექნიკური პრობლემების სწრაფად ამოცნობისა და დიაგნოსტირების უნარი; ** პრობლემის გადაჭრის ლოგიკური და ანალიტიკური მიდგომა; ** დეტალებზე ორიენტირებულობა და ყურადღების კონცენტრაციის მაღალი დონე; ** პასუხისმგებლობის გრძნობა და სამუშაოსადმი სიზუსტე.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ტექნიკური განათლება (საშუალო პროფესიული ან უმაღლესი); ** მინიმუმ 1-წლიანი გამოცდილება ტექნიკურ სფეროში.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე Hr@benec.ge, გთხოვთ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის დასახელება "უნივერსალური ტექნიკოსი".

კომპანია "ბენე კომფორტში" თქვენს მიერ გაგზავნილი რეზიუმე "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა, შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. გაცნობებთ, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანია "ბენე კომფორტის" მხრიდან დამუშავდება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისათვის. ასევე, თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ განაცხადზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ ყველა პუნქტს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

Пожаловаться

О работодателе
ბენე კომფორტი
Сайт ↗

Нанимайте в Грузии без лишних хлопот

Бесплатно