Вакансий 9 743
Заработок

Приводите людей на findjobs.ge и получайте 5⁠–⁠25% от их оплат. Начать бесплатно, оплата за результат.

← Все вакансии

P795XTC4 Опубликовано 22 окт Просмотров: 0

სერვის ტექნიკოსი

Kärcher внешнее объявление
Войти и откликнуться
По договорённости Приём откликов до 23 ноя

"კერხერ-საქართველო" წარმოადგენს დასუფთავების ტექნოლოგიის მსოფლიო ლიდერის, Alfred Karcher SE & Co.KG-ს ოფიციალურ წარმომადგენლობას საქართველოში, რომლის შოურუმებიც მდებარეობს თბილისში, ბათუმში, ქუთაისში, ზუგდიდსა და თელავში. იგი ასევე ზედამხედველობას უწევს კერხერის ოფიციალურ დილერებს და საცალო მაღაზიებს მთელი საქართველოს მასშტაბით.

"კერხერ-საქართველოს" გუნდი აცხადებს ვაკანსიას სერვის ტექნიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო ადგილი: ბათუმი;
  • სამუშაო დრო: სრული განაკვეთი;
  • სამუშაო დღეების რაოდენობა: 5 (შაბათ-კვირა დასვენება).

მობილური სერვის ტექნიკოსის ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

  • პროდუქციის ტექნიკური მახასიათებლების დეტალური შესწავლა;
  • კორპორაციული მომხმარებლებთან ვიზიტი, ადგილზე არსებული აპარატების შემოწმება და შეკეთება.
  • სერვისში შემოსული პროდუქციის ანალიზი და შეკეთება;
  • ელექტრო ტექნიკისა და მაღალი წნევის აპარატების შეკეთება;
  • ტექნიკოსისთვის გამოყოფილი ხელსაწყოების, დანადგარების მოვლა - პატრონობის უზრუნველყოფა;

ძირითადი მოთხოვნები:

  • სასურველია 1С პროგრამის ცოდნა საბაზისო დონეზე;
  • MS Office პროგრამების ცოდნა;
  • ინგლისური ან რუსული ენების ცოდნა;
  • ტექნიკური ცოდნა ელექტრობის, სანტექნიკის, გაგრილების სისტემების მიმართულებით;
  • სამფაზიან ელექტროსისტემებთან მუშაობის პრაქტიკული გამოცდილება — აუცილებელი მოთხოვნა;
  • ანალოგიურ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად.

პიროვნული უნარ-ჩვევები:

  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • მოტივირებულობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • კომუნიკაბელობა და კლიენტზე ორიენტირებულობა;
  • დადგენილ ვადებსა და სტრესულ რეჟიმში მუშაობის უნარი;
  • დაგეგმვისა და დროის ოპტიმალურად განაწილების უნარი.

დაინტერესებულმა პირებმა გამოაგზავნეთ რეზიუმე/CV მისამართზე და გთხოვთ "subject"-ში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

შპს "კერხერი"-ს მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს [CV] გამოგზავნით, თქვენ:

ეთანხმებით, რომ შპს "კერხერი" უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც ავტომატურად ხვდება კომპანიის მონაცემთა ბაზაში და ინახება ერთი წლის განმავლობაში. ამასთანავე, თქვენი კანდიდატურა შესაძლებელია განხილულ იქნას შპს "კერხერი"-ს მიერ სხვა, მსგავს პოზიციაზე ვაკანსიის არსებობის შემთხვევაში.

გისურვებთ წარმატებებს!

Поделиться этой страницей FacebookTelegramLinkedInX

Пожаловаться

Вам угрожает опасность прямо сейчас? Звоните 112.

Заработок Знаете, кому подойдёт эта вакансия?Отправьте её по своей ссылке: друзья, которые придут и откликнутся, принесут вам очки, а одобренные партнёры зарабатывают деньги. Заработок с нами →
Это ваше объявление?

Мы публикуем копию этого объявления, чтобы его нашли те, кто ищет работу в Грузии, со ссылкой на первоисточник. Если оно ваше, вы можете взять управление им на себя, или попросить нас его снять.

Полученное объявление становится прямым: неделю после публикации или поднятия показывается выше собранных с других сайтов, его можно редактировать, поднимать и закрывать, а ещё оно попадает в поиск вакансий Google.

Похожие объявления

Ищете сотрудника? Разместите вакансию бесплатно.

Размещение бесплатно