8824 активных вакансий
← Все вакансии

PC3RQTFT Опубликовано 25 авг 0 просмотров

ინვენტარიზაციის სპეციალისტი

შარმ ტრეიდინგი внешнее объявление
Тбилиси Полная занятость Администрация / менеджмент
₾1400 / мес Приём откликов до

"შარმ ტრეიდინგი" გახლავთ წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 1998 წელს და მას შემდეგ ინარჩუნებს ლიდერ პოზიციებს. "შარმ ტრეიდინგი" ახორციელებს მსოფლიო წამყვანი ბრენდების ექსკლუზიურ დისტრიბუციას საქართველოს მასშტაბით "Schwarzkopf, Henkel, Unilever, Carlsberg, Selpak, Algida და სხვა."

შარმ ტრეიდინგი აცხადებს ვაკანსიას ინვენტარიზაციის სპეციალისტი პოზიციაზე.

ადგილმდებარეობა: თბილისი (დიღომი); საქალაქო სასამართლოს უკან, ლუარსაბ ანდრონიკაშვილის 6

სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი; 09:00-18:00 სთ.

ანაზღაურება: 1400 ლარი + ტრანსპორტირება + კვება

ფუნქცია-მოვალეობები:

** საწყობში არსებული პროდუქციის ყოველდღიური აღწერა/კონტროლი;

** პროდუქციის ნაშთების კონტროლი და რეპორტინგი საწყობის მენეჯერთან;

** ხარვეზების/დაზიანების აღმოჩენის შემთხვევაში მყისიერი რეაგირება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** სასურველია მსგავსი მიმართულებით მუშაობის გამოცდილება;

** Microsoft Excel-ის ცოდნა;

** სასურველია უცხო ენების ცოდნა.

დამატებითი უნარები:

** ორგანიზებული;

** დეტალებზე ორიენტირებული;

** დროის ეფექტურად მართვის უნარი;

** მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა.

ჩვენ გთავაზობთ:

** ჯანმრთელობის დაზღვევას (გამოსაცდელი პერიოდის შემდეგ);

** კვებას;

** ტრანსპორტირებას;

** კარიერული განვითარების შესაძლებლობას.

დაინტერესებულმა პირებმა გთხოვთ გადმოაგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე:. სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "ინვენტარიზაციის სპეციალისტი"

კომპანია "შარმ ტრეიდინგი" პატივს სცემს პერსონალურ მონაცემთა დაცვის თაობაზე მოქმედ რეგულაციებს და თავის საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც შპს "შარმ ტრეიდინგისთვის" ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ამა თუ იმ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის, ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების კომპანია "შარმ ტრეიდინგისთვის" გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა "შარმ ტრეიდინგში" ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

Поделиться этой страницей FacebookTelegramLinkedInX

Пожаловаться

Это ваше объявление?

Мы публикуем копию этого объявления, чтобы его нашли те, кто ищет работу в Грузии, со ссылкой на первоисточник. Если оно ваше, вы можете взять управление им на себя, или попросить нас его снять.

Полученное объявление становится прямым: показывается выше зеркальных копий, отклики приходят в вашу панель, а объявление попадает в поиск вакансий Google.

О работодателе
შარმ ტრეიდინგი
Похожие объявления

Нанимайте в Грузии без лишних хлопот

Бесплатно для всех