8848 активных вакансий
← Все вакансии

Q19F9ECK Опубликовано 25 авг 0 просмотров

რეგისტრაციის სპეციალისტი

ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი внешнее объявление
Тбилиси Полная занятость Медицина / фармация
По договорённости Приём откликов до

"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" აცხადებს ვაკანსიას რეგისტრაციის სპეციალისტის პოზიციაზე.

"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" თბილისის ცენტრში მდებარე JCI აკრედიტაციის მქონე მულტიპროფილური სამედიცინო დაწესებულებაა, რომელიც 2021 წელს აშშ-ს საერთაშორისო განვითარების საფინანსო კორპორაციის (DFC) მხარდაჭერითა და საქართველოს სახელმწიფოსთან წარმოშობილი ერთობლივი ინტერესების გათვალისწინებით გაიხსნა.

"ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი" ფუნქციონირებს საერთაშორისო სტანდარტებზე დაფუძნებული სერვისებით. ჰოსპიტალი იცავს მმართველობის თანამედროვე კონცეფციას, რომლითაც უზრუნველყოფს პაციენტზე ორიენტირებულ, მაღალხარისხიან სამედიცინო მომსახურებას. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ ეწვიოთ ვებ-გვერდს: http://www.ahtbilisi.com/

პირობები:

** ადგილმდებარეობა: თბილისი

** სამუშაო განაკვეთი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 09:00 საათიდან 18:00 საათამდე

** კორპორაციული ბენეფიტი: თანამშრომელთა კვებით უზრუნველყოფა

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** პაციენტის მიღება, მისი იდენტიფიცირება, რეგისტრაცია

** სამედიცინო ბარათის გახსნა

** სამედიცინო მომსახურების ფინანსური აღრიცხვა პროგრამულად

** სალარო ოპერაციების წარმოება

** თანხის უსაფრთხოდ შენახვის უზრუნველყოფა

** გადახდასთან დაკავშირებული დოკუმენტების შენახვა

** სამუშაო დღის ბოლოს სალაროს დახურვა პროცედურის შესაბამისად

** ელექტრონული სისტემის საშუალებით, პაციენტის გადამისამართება სამედიცინო სერვისის მისაღებად

** ჯანდაცვის სამინისტროს პორტალზე მოთხოვნის/შეტყობინების პროგრამულად დაფიქსირება

** სამედიცინო შემთხვევების შეტყობინების გადაცემა სადაზღვევო კომპანიებისთვის; საჭიროების შემთხვევაში დოკუმენტაციის მომზადება და გადაგზავნა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** უმაღლესი განათლება

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 1 წლიანი გამოცდილება

** ინგლისური და რუსული ენების ცოდნა B1 დონეზე

** სამედიცინო დოკუმენტაციის ადმინისტრირების ზოგადი პრინციპების ცოდნა

პიროვნული უნარები:

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი

** მომხმარებელზე ორიენტირებულობა

** გუნდური მუშაობის უნარი

** სიზუსტესა და დეტალებზე ორიენტაციის უნარი

** სტრესულ სიტუაციებში ეფექტიანად მუშაობის უნარი

** დროის მართვის უნარი

** მოქნილობა და ადაპტაციის უნარი

** დამოუკიდებლად მუშაობის უნარი

დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე:. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი CV არ განიხილება.

ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი მადლობას უხდის ყველა დაინტერესებულ პირს. მხოლოდ შერჩეული კანდიდატები იქნებიან დაბარებული გასაუბრებაზე.

კანდიდატისთვის ცნობილია, რომ შპს "ამერიკან ჰოსპიტალ ნეთვორქის" ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, კანდიდატის მიერ წარმოდგენილ პერსონალურ მონაცემებს ამუშავებს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ, ასევე, კანდიდატის მიერ გამოგზავნილი მონაცემები შესაძლოა, არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე და დარეზერვებული იქნას სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის 6 (ექვსი) თვის ვადით. თუ თქვენ წინააღმდეგი ხართ, თქვენი კანდიდატურა განხილულ იქნას სხვა პოზიციაზე ან გსურთ, რომ შპს "ამერიკან ჰოსპიტალ ნეთვროქმა" შეწყვიტოს კონკრეტული ვაკანსიისთვის მონაცემების დამუშავება, ან გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა შეგიძლიათ დაუკავშირდეთ კომპანიას ელექტრონულ მისამართზე:.

თქვენ გაქვთ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე ინფორმაციის მიღების, ამ მონაცემების დამუშავების საფუძვლისა და მიზნის, მონაცემთა შენახვის ვადის შესახებ, გაცნობისა და ასლების მიღების, მათი გასწორების, განახლების, შევსების, დაბლოკვის, დამუშავების შეწყვეტის, წაშლისა და განადგურების, გადატანის მოთხოვნის, გასაჩივრების უფლებების შესახებ.

პერსონალურ მონაცემთა დაცვის მაღალი სტანდარტის დანერგვისა და მათ დამუშავებასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხისა თუ წამოჭრილი პრობლემის მაქსიმალურად ეფექტურად მართვის/გადაჭრის მიზნით, წინამდებარე თანხმობის გამცემი პირი უფლებამოსილია, კონსულტაციისთვის, ნებისმიერ დროს მიმართოს დამსაქმებლის პერსონალურ მონაცემთა დაცვის ოფიცერს მარიამ გოხიძეს - და არსებული საჭიროებიდან გამომდინარე, მაქსიმალურად მოკლე ვადაში მიიღოს კვალიფიციური და ოპერატიული მომსახურება.

Поделиться этой страницей FacebookTelegramLinkedInX

Пожаловаться

Это ваше объявление?

Мы публикуем копию этого объявления, чтобы его нашли те, кто ищет работу в Грузии, со ссылкой на первоисточник. Если оно ваше, вы можете взять управление им на себя, или попросить нас его снять.

Полученное объявление становится прямым: показывается выше зеркальных копий, отклики приходят в вашу панель, а объявление попадает в поиск вакансий Google.

О работодателе
ამერიკული ჰოსპიტალი თბილისი
Похожие объявления

Нанимайте в Грузии без лишних хлопот

Бесплатно для всех