იმპორტის სპეციალისტი
კომპანია "ბლექ სი მეტალ გრუპი" აცხადებს ვაკანსიას ბათუმში იმპორტის სპეციალისტის პოზიციაზე.
ძირითადი მოვალეობები:
** სამუშაო პროცესების წარმართვა კანონმდებლობის, შიდა სტანდარტების, პროცედურების და რეგულაციების შესაბამისად; ** არსებულ მომწოდებლებთან ურთიერთობა და პოტენციური მომწოდებლების მოძიება, მათთან მოლაპარაკების წარმოება; ** პროდუქციის მახასიათებლების შესწავლა, შედარება; ** შესყიდული პროდუქციის დროული მოწოდების კონტროლის უზრუნველყოფა; ** შესყიდული პროდუქციის ხარისხის კონტროლი; ** მომწოდებლებთან კომუნიკაციის სპეციფიკის შესწავლა; ** შესყიდვის ობიექტზე ბაზრის კვლევის განხორციელება; ** მომწოდებლების სრული ასორტიმენტის შესწავლა-დამუშავება, მათი უპირატესობების განსაზღვრა; ** შესყიდვასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება, პროფორმების მიღება/შემოწმება; ** ლოჯისტიკის პროცესების მართვა — პროდუქციის საერთაშორისო გადაზიდვის, საბაჟო პროცედურებისა და დოკუმენტაციის მართვა, კონტროლი; ** მომწოდებლებისთვის გადარიცხვების მომზადება და კონტროლი; ** შეკვეთის მოთხოვნის შესაბამისად პროდუქციის მოძიება; ** შესყიდვების (იმპორტის) სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად; ** საოფისე პროგრამების ცოდნა; ** 1C პროგრამის ცოდნა ჩაითვლება უპირატესად; ** აუცილებელია თურქული ენის ცოდნა (სასურველია ინგლისური და რუსული ენების ცოდნა).
ჩვენ გთავაზობთ:
** ჯანმრთელობის დაზღვევას; ** კარიერული ზრდის შესაძლებლობას.
გამოგვიგზავნეთ CV მეილზე: hrideavacancy@gmail.com. გამოგზავნის შემთხვევაში, სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.