უსაფრთხოების თანამშრომელი
"ფაბრიკა 1900" გოფრირებული მუყაოს ყველაზე მსხვილი მწარმოებელია საქართველოში.შესაფუთ მასალას, რომელსაც კომპანია ქმნის არის ბიოდეგრადირებადი და კვლავწარმოებადი, მზადდება სერთიფიცირებული ევროპული ნედლეულისგან თანამედროვე მანქანა-დანადგარებით.
"ფაბრიკა 1900" ეძებს გუნდის ახალ წევრს - უსაფრთხოების თანამშრომელი
ვაკანტური თანამდებობის შესახებ:
** სამუშაო ადგილი: მცხეთა, სოფ. ძეგვი (ტრანსპორტირებას უზრუნველყოფს კომპანია თბილისიდან და გორიდან) ** სამუშაო გრაფიკი: ყოველ მესამე დღეს.
ძირითადი მოვალეობები:
** საწარმოს ტერიტორიისა და მასზე არსებული მატერიალური ქონების უსაფრთხოების უზრუნველყოფა; ** საწარმოს ტერიტორიაზე თანამშრომლებისა და ვიზიტორების გადაადგილების კონტროლი; ** საწარმოში შემოსული და გასული პირებისა და საჭიროების შემთხვევაში სატრანსპორტო საშუალებების კონტროლი; ** საწარმოს ტერიტორიაზე მოქმედი უსაფრთხოების წესებისა და შიდა რეგულაციების დაცვის მონიტორინგი; ** ვიდეოსამეთვალყურეო სისტემის მონიტორინგი და საეჭვო შემთხვევების დაფიქსირება;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება
პიროვნული უნარები:
** პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** სწრაფი რეაგირების უნარი; ** დისციპლინირებულობა; ** კეთილსინდისიერება და პატიოსნება; ** კომუნიკაბელურობა; ** დეტალებზე ორიენტირების უნარი; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** პუნქტუალურობა;
ბენეფიტები:
** ჯანმრთელობის დაზღვევა; ** კვება; ** ტრანსპორტირება;
თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: hr@fabrica1900.ge. გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება - უსაფრთხოების თანამშრომელი.
რეზიუმეს გამოგზავნით, თანხმობას აცხადებთ, "ფაბრიკა 1900"-მა დასაქმების მიზნით დაამუშავოს თქვენი პერსონალური მონაცემები, რომელიც შეინახება კომპანიის ბაზაში 1 წლის ვადით.
"ფაბრიკა 1900" გისურვებთ წარმატებებს!