საკონსულტაციო ცენტრის მენეჯერი
"საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაცია" აცხადებს კონკურსს რუსთავის საკონსულტაციო ცენტრის მენეჯერის ვაკანტურ პოზიციაზე.
ფუნქცია-მოვალეობები
- "მიკრო, მცირე და საშუალო საწარმოების მხარდაჭერის პროექტის" მიზნების, მისიისა და სტრატეგიის შესაბამისად, ქვემო ქართლის რეგიონის საკონსულტაციო ცენტრის საქმიანობის დაგეგმვა, მართვა და ზედამხედველობა;
- ქვემო ქართლის საკონსულტაციო ცენტრის საქმიანობის ფარგლებში, პოტენციური ან/და არსებული მეწარმეებისთვის საკონსულტაციო მომსახურების გაწევის პროცესის მართვა, მათი პრობლემების იდენტიფიცირება და შესაბამისი მომსახურების შეთავაზება/მიწოდება;
- პოტენციური/არსებული მეწარმეებისთვის ბიზნეს უნარების გაუმჯობესების ხელშეწყობის მიზნით შესაბამისი აქტივობებისა და ღონისძიებების დაგეგმვა და განხორციელება;
- ბიზნეს უნარების განვითარების მიზნით, პოტენციური/არსებული მეწარმეებისთვის ადგილობრივი და საერთაშორისო შეხვედრების ორგანიზება;
- თანამშრომლობის განვითარება როგორც ადგილობრივ მუნიციპალურ ორგანოებთან, ასევე სხვადასხვა ბიზნესის მხარდამჭერ უწყებებსა და დონორ ორგანიზაციებთან;
- მეწარმე სუბიექტისათვის სრულყოფილი ინფორმაციის მიწოდების უზრუნველყოფა ბიზნესის მხარდაჭერის პროგრამების, ბიზნეს სფეროს სიახლეებისა თუ სექტორული კვლევების თაობაზე;
- ქვემო ქართლის საკონსულტაციო ცენტრის თანამშრომლების საქმიანობის ზედამხედველობა;
- კომპეტენციის ფარგლებში, პროექტის მენეჯერისთვის საქმიანობის ანგარიშების მომზადება საჭიროების შესაბამისად;
- სამუშაო აღწერილობასთან დაკავშირებული სხვა ფუნქციების შესრულება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- უმაღლესი განათლება ბიზნესის ადმინისტრირების, ეკონომიკის, მენეჯმენტის ან სხვა დაკავშირებული დისციპლინების მიმართულებით;
- 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება მცირე და საშუალო ბიზნესის მხარდაჭერის მიმართულებით;
- ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა;
- მენეჯერულ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
საუკეთესო კანდიდატი ასევე უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ მოთხოვნებს:
- მონაცემთა ანალიზის უნარი;
- საქმიანი მიმოწერის წარმოება;
- ეფექტური კომუნიკაცია/პრეზენტაციის უნარები;
- მაღალი ანალიტიკური უნარები;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- ორგანიზებული და დეტალებზე ორიენტირებული.
სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. რუსთავი
დაინტერესებულ პირებმა გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე შემდეგი ელექტრონული ფოსტის მისამართზე და თემის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: რუსთავის საკონსულტაციო ცენტრის მენეჯერი.
გთხოვთ, გაითვალისწინეთ, დავუკავშირდებით მხოლოდ იმ კანდიდატებს, რომლებიც სრულად აკმაყოფილებენ ვაკანსიის განაცხადში წარმოდგენილ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს.
დამატებითი ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დაგვიკავშირდეთ ელფოსტაზე.
რეზიუმეების მიღების ბოლო ვადა: 15 ნოემბერი.
გისურვებთ წარმატებას!