სხვადასხვა
სარესტორნო ბიზნესში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე გუნდი თბილისში, საბურთალოზე ხსნის ახალ კაფე-რესტორანს. ჩვენი მიზანია პროფესიონალი და პასუხისმგებლობიანი ადამიანებისგან დაკომპლექტებული ჯგუფის შექმნა, სადაც შეიქმნება მეგობრული გარემო.
გვაქვს 3 სამზარეულო: იაპონური სამზარეულო; პიცა-ხაჭაპურის სამზარეულო; საკონდიტრო. ვაკანსია ცხადდება შემდეგ პოზიციებზე:
1. შეფ-მზარეული
რესტორანი ეძებს გამოცდილ და პასუხისმგებლობიან შეფ-მზარეულს, რომელიც უხელმძღვანელებს სამზარეულოს გუნდსა და ყოველდღიურ სამუშაო პროცესს.
ძირითადი მოვალეობები:
** სამზარეულოს სრული სამუშაო პროცესის ორგანიზება და კონტროლი; ** მზარეულების გუნდის მართვა და სამუშაოს სწორად გადანაწილება; ** კერძების ხარისხის, გემოსა და ვიზუალური სტანდარტების კონტროლი; ** ტექნოლოგიური ბარათებისა და რეცეპტურების დაცვა; ** Food Cost-ისა და პროდუქციის დანახარჯების კონტროლი; ** პროდუქციის მიღების, შენახვისა და გამოყენების კონტროლი; ** ნარჩენებისა და დანაკარგების მინიმიზაცია; ** ინვენტარიზაციაში მონაწილეობა; ** სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დაცვა; ** სამზარეულოს თანამშრომლების სწავლება და პროფესიული განვითარება; ** რესტორნის მენეჯმენტთან ეფექტური თანამშრომლობა.
მოთხოვნები:
** შეფ-მზარეულის პოზიციაზე მუშაობის შესაბამისი გამოცდილება; ** სამზარეულოს პროცესების ორგანიზებისა და გუნდის მართვის გამოცდილება; ** ტექნოლოგიური ბარათებისა და Food Cost-ის ცოდნა; ** მაღალი პასუხისმგებლობა და ორგანიზებულობა; ** ლიდერული თვისებები; ** ხარისხზე ორიენტირებულობა;
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ და გრძელვადიან თანამშრომლობას; ** თანამედროვე და პროფესიონალურად აღჭურვილ სამზარეულოს; ** კონკურენტულ ანაზღაურებას; ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
2. სუშის მზარეული
ძირითადი მოვალეობები:
** სუშის, როლებისა და სხვა იაპონური კერძების მომზადება; ** კერძების მომზადება დამტკიცებული რეცეპტებისა და ტექნოლოგიური ბარათების შესაბამისად; ** პროდუქციის ხარისხისა და შენახვის პირობების კონტროლი; ** სამუშაო ადგილის სისუფთავისა და წესრიგის დაცვა; ** სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების მკაცრი დაცვა; ** პროდუქციის სწორად და ეკონომიურად გამოყენება.
მოთხოვნები:
** სუშის მზარეულად მუშაობის გამოცდილება; ** სუშისა და როლების მომზადების ტექნოლოგიის კარგი ცოდნა; ** სისწრაფე, სიზუსტე და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; ** გუნდური მუშაობის უნარი; ** დისციპლინა და პუნქტუალურობა.
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ და კომფორტულ სამუშაო გარემოს; ** მოწესრიგებულ და თანამედროვე სამზარეულოს; ** კონკურენტულ ანაზღაურებას; ** პროფესიული განვითარების შესაძლებლობას.
3. ცხელი/ცივი კერძების მზარეული
მოვალეობები:
** კერძებისა და ნახევარფაბრიკატების მომზადება; ** ტექნოლოგიური ბარათებისა და რეცეპტურების ზუსტად დაცვა; ** კერძების ხარისხისა და ვიზუალური სტანდარტების დაცვა; ** პროდუქციის სწორი შენახვა და გამოყენება; ** სამუშაო ადგილის სისუფთავისა და ორგანიზებულობის უზრუნველყოფა; ** სანიტარიული და ჰიგიენური ნორმების დაცვა.
მოთხოვნები:
** მზარეულად მუშაობის გამოცდილება; ** პროფესიული ცოდნა და სამზარეულოს ძირითადი ტექნიკების ფლობა; ** სისწრაფე და ორგანიზებულობა; ** პასუხისმგებლობა და პუნქტუალურობა; ** გუნდური მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
** სტაბილურ და კომფორტულ სამუშაო გარემოს; ** გაწეული შრომის შესაბამისს ანაზღაურებას;
4. მცხობელ-კონდიტერი
ძირითადი მოვალეობები:
** სხვადასხვა სახის ცომეულის, დესერტებისა და საკონდიტრო ნაწარმის მომზადება; ** ცომის მომზადებისა და ფერმენტაციის პროცესების კონტროლი; ** რეცეპტებისა და ტექნოლოგიური ბარათების ზუსტად დაცვა; ** მზა პროდუქციის ხარისხისა და ვიზუალური სტანდარტის კონტროლი; ** ნედლეულის სწორად შენახვა და გამოყენება; ** სამუშაო ადგილის სისუფთავისა და სანიტარიული ნორმების დაცვა.
მოთხოვნები:
** შესაბამის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება; ** ცომთან და საკონდიტრო ნაწარმთან მუშაობის კარგი ცოდნა; ** სიზუსტე და დეტალებზე ორიენტირებულობა; ** პასუხისმგებლობა; ** ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი.
5. პიცაიოლო
ძირითადი მოვალეობები:
** პიცის ცომის მომზადება; ** ცომის ფერმენტაციის პროცესის კონტროლი; ** პიცის მომზადება დადგენილი რეცეპტურისა და სტანდარტების შესაბამისად; ** ინგრედიენტების მომზადება და სწორი პორციონირება; ** პიცის გამოცხობის პროცესის კონტროლი; ** პროდუქციის ხარისხისა და შენახვის პირობების დაცვა; ** სამუშაო ადგილის სისუფთავისა და ჰიგიენური ნორმების დაცვა.
მოთხოვნები:
** პიცაიოლოდ მუშაობის გამოცდილება; ** ცომთან მუშაობისა და ფერმენტაციის პროცესების ცოდნა; ** პროფესიონალურ პიცის ღუმელთან მუშაობის გამოცდილება; ** სისწრაფე და სიზუსტე; ** პასუხისმგებლობა და გუნდური მუშაობის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში დეტალებზე გასასაუბრებლად შეგვეხმიანეთ მითითებულ ნომერზე: 574 12 21 55