Вакансий 8 960
← Все вакансии

QSH5KMQQ Опубликовано 1 окт Просмотров: 2

DHL

DHL

კურიერი

DHL внешнее объявление
Батуми Полная занятость Логистика / водители
Войти и откликнуться
₾1200 / мес Приём откликов до 1 ноя

"DHL"-ის საქართველოს წარმომადგენლობა, კომპანია შპს "ჯორჯიან ექსპრესი" აცხადებს ვაკანსიას კურიერის პოზიციაზე ბათუმში.

თუ ხარ პასუხისმგებლობიანი, მოწესრიგებული, კომუნიკაბელური და გიყვარს დინამიკურ გარემოში მუშაობა — შემოგვიერთდი DHL-ის გუნდში!

რას გთავაზობთ?

  • ფიქსირებული ხელფასი — 1, 200 ლარი + გამომუშავებაზე დამოკიდებული ბონუსი
  • სამსახურებრივი ავტომობილით უზრუნველყოფა
  • კომპანიის ავტომობილი დაზღვეულია
  • ულიმიტო სასაუბრო პაკეტი სამუშაო მობილურ ნომერზე
  • ჯანმრთელობის დაზღვევა

სამუშაო პირობები:

  • სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
  • ორშაბათი-პარასკევი: 09:30-18:30
  • შაბათი: 10:00-14:00 (მცოცავი)
  • სამუშაო ადგილი: ბათუმი

ძირითადი მოვალეობები:

  • საკურიერო მომსახურების გაწევა ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის;
  • ჩამოსული ამანათების დახარისხება;
  • მიწოდების მარშრუტის დაგეგმვა;
  • ამანათების და დოკუმენტების უსაფრთხოდ მიწოდება;
  • ზუსტი ჩანაწერების წარმოება, გზავნილის სტატუსის განახლება;
  • კლიენტების კონსულტაცია და დახმარების გაწევა;
  • გასაგზავნი დოკუმენტაციისა და ამანათის წამოღება მისამართიდან.
  • კომპანიის სტანდარტებისა და მომსახურების ხარისხის დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • კოლეჯი ან უმაღლესი განათლება;
  • სასურველია აღნიშნულ პოზიციაზე გამოცდილება;
  • მართვის მოწმობა - B კატეგორია, მექანიკური მართვის (დამატებითი კატეგორიების ფლობა ჩაითვლება უპირატესობად);
  • სატრანსპორტო საშუალების მართვის გამოცდილება, გზებისა და საგზაო მოძრაობის წესების კარგად ცოდნა;
  • სტანდარტული პროგრამული უზრუნველყოფის აპლიკაციებით სარგებლობის გამოცდილება;
  • სასურველია რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია:

  • პასუხისმგებლიანობა და პუნქტუალურობა;
  • დროის ეფექტურად მართვისა და სამუშაოს დაგეგმვის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • მომხმარებელზე და ხარისხიან მომსახურებაზე ორიენტირებულობა;
  • სწრაფად სწავლისა და ახალი ინფორმაციის ათვისების უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დინამიკურ გარემოში ეფექტურად მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე 31 ოქტომბრის ჩათვლით მისამართზე და სათაურის ველში მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რათა მოხდეს თქვენი კანდიდატურის განხილვა.

კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებისას DHL-ის საქართველოს წარმომადგენლობა კომპანია შპს "ჯორჯიან ექსპრესი" ხელმძღვანელობს პერსონალური მონაცემების დაცვის საერთაშორისო სტანდარტებით. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია დადგინდეს კანდიდატის შესაბამისობა ვაკანსიის მოთხოვნებთან. DHL-ის საქართველოს წარმომადგენლობა კომპანია შპს "ჯორჯიან ექსპრესი"-ში კანდიდატის მონაცემები ინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

Поделиться этой страницей FacebookTelegramLinkedInX

Пожаловаться

Это ваше объявление?

Мы публикуем копию этого объявления, чтобы его нашли те, кто ищет работу в Грузии, со ссылкой на первоисточник. Если оно ваше, вы можете взять управление им на себя, или попросить нас его снять.

Полученное объявление становится прямым: неделю после публикации или поднятия показывается выше собранных с других сайтов, его можно редактировать, поднимать и закрывать, а ещё оно попадает в поиск вакансий Google.

О работодателе
DHL
Похожие объявления

Ищете сотрудника? Разместите вакансию бесплатно.

Размещение бесплатно