სტაჟირება - გაყიდვების კონსულტანტი
კომპანია "ამბოლი" დაარსდა 2004 წელს და საქმიანობის პირველივე წლებში ჩამოყალიბდა საქართველოში საავტომობილო პროდუქტების ბაზრის ერთ-ერთ ლიდერ კომპანიად. საკუთარ თანამშრომლებსა და მომხმარებლებზე ზრუნვა კომპანიის უმთავრესი და უმაღლესი პრიორიტეტია. ამ ეტაპზე კომპანია ამბოლი წარმოდგენლია 30 ფილიალით საქართველოს რამდენიმე ქალაქში: თბილისი, რუსთავი, ქუთაისი, გორი, თელავი, ზუგდიდი, ბათუმი, ახალციხე, ფოთი და მარნეული.
დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ: www.amboli.ge www.facebook.com/amboli.ge
„ამბოლი“ აცხადებს სტაჟირებას თბილისის ფილიალებში გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე.
სამუშაო საათები: 10:00 - 19:00; სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი.
გაყიდვების კონსულტანტის ძირითადი მოვალეობები
- პროდუქციის მახასიათებლების ზედმიწევნით კარგად შესწავლა (საბურავები, საცხებ-საპოხი მასალები, აკუმულატორები, ავტონაწილები);
- კლიენტებთან კონსულტაციის გაწევა და პროდუქციის შეთავაზება;
- მაღაზიაში პროდუქციის სათანადოდ განლაგება;
- ყოველდღიური ანგარიშის მომზადება გაყიდვების შესახებ;
- გაყიდვების გეგმების შესრულება.
ძირითადი მოთხოვნები
- სასურველია უმაღლესი განათლება;
- გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- სასურველია საავტომობილო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
- საოფისე პროგრამების კარგად ცოდნა;
- სასურველია ინგლისური ენის საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოეხმაუროთ განცხადებას “გამოხმაურება (სხვა ვებგვერდზე)“ ღილაკის საშუალებით.