Заработок

Приводите людей на findjobs.ge и получайте 5⁠–⁠25% от их оплат. Начать бесплатно, оплата за результат.

← Все вакансии

R516Z30H Опубликовано 13 ноя Просмотров: 0

უსაფრთხოების ოფიცერი

₾1400 / мес Войти и откликнуться

Опубликовано 13 ноя (осталось 31 дн.) Приём откликов до 14 дек

"Marco Polo Hotel Gudauri" 1988 წელს აშენებული ისტორიული სასტუმროა, რომელმაც გადამწყვეტი როლი ითამაშა გუდაურის, როგორც სამთო-სათხილამურო კურორტის განვითარებაში.

123-ნომრიანი სასტუმრო ფუნქციონირებს სრული წლის მანძილზე და დამატებით მოიცავს სამ მაღალი კატეგორიის შალეს. Marco Polo Hotel Gudauri-ში განთავსებულია რესტორანი "სოლიკო", ლობი და ლაუნჯ-ბარები, SPA-ცენტრი საუნებითა და დახურული აუზით, ასევე პადელის ღია და დახურული კორტები. სასტუმროში ასევე ხელმისაწვდომია გასართობი ზონა ბოულინგით, რომელიც რეგიონში ერთადერთია.

Marco Polo Hotel Gudauri აცხადებს ვაკანსიას პოზიციაზე: უსაფრთხოების ოფიცერი

სამუშაო ადგილი: კურორტი გუდაური

(კომპანიის მხრიდან უზრუნველყოფილია საცხოვრებელში განთავსება, 3-ჯერადი კვება და ჯანმრთელობის დაზღვევა)

სამუშაო განაკვეთი და გრაფიკი: 6 სამუშაო და 6 დასვენების დღე, მონაცვლეობით ანაზღაურება: 1400 ლარი

ფუნქცია-მოვალეობები

  • კომპანიის ქონების (მათ შორის, შენობა, ინვენტარი და სხვ.), თანამშრომლებისა და სტუმრების უსაფრთხოების უზრუნველყოფა, კომპანიისა და უსაფრთხოების დეპარტამენტის შიდა რეგულაციების დაცვით;
  • ობიექტის სისტემატური ფიზიკური შემოვლა, ხარვეზების დაფიქსირება და სათანადო რეაგირება;
  • სახანძრო და შრომის უსაფრთხოების ნორმების, პირველადი დახმარების სტანდარტებისა და სასტუმროს საევაკუაციო პროტოკოლის დაცვა, თანამშრომლებისა და სტუმრების დახმარება საგანგაშო მდგომარეობის შემთხვევაში;
  • თანამშრომელთა წვდომების კონტროლი, სივრცეების მეთვალყურეობა და შესაბამისი ზომების მიღება თანამშრომელთა/უცხო პირთა არაავტორიზებულ სივრცეებში დაფიქსირებისას;
  • სასტუმროს თანამშრომლების ხელშეწყობა უსაფრთხოების დეპარტამენტის თვალსაზრისით, ეფექტური კომუნიკაცია სტუმრებთან, საჭიროებისამებრ;
  • თანამშრომლებისა და ვიზიტორების შესვლა-გასვლის მონიტორინგი, სათანადო პროცედურების განხორციელება სტანდარტების შესაბამისად.

მოთხოვნები და უნარები

  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • პასუხისმგებლიანობა, დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ორგანიზებულობა, დისციპლინურობა, საგანგებო მდგომარეობასთან ეფექტურად გამკლავების უნარები;
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარები.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი რეზიუმე გამოგვიგზავნოთ შემდეგ მისამართზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე.

აღნიშნულ ვაკანსიაზე მონაცემების გაგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ, Landmarker Group-მა მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად შეაგროვოს, დაამუშაოს და შეინახოს წარდგენილი ინფორმაცია (რეზიუმე) თქვენი დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ აღნიშნული მიზნისთვის და თქვენი თანხმობის გარეშე არ გადაეცემა მესამე პირს.

Поделиться этой страницей FacebookTelegramLinkedInX

Пожаловаться

Вам угрожает опасность прямо сейчас? Звоните 112.

Заработок Знаете, кому подойдёт эта вакансия?Отправьте её по своей ссылке: друзья, которые придут и откликнутся, принесут вам очки, а одобренные партнёры зарабатывают деньги. Заработок с нами →
Это ваше объявление?

Мы публикуем копию этого объявления, чтобы его нашли те, кто ищет работу в Грузии, со ссылкой на первоисточник. Если оно ваше, вы можете взять управление им на себя, или попросить нас его снять.

Полученное объявление становится прямым: неделю после публикации или поднятия показывается выше собранных с других сайтов, его можно редактировать, поднимать и закрывать, а ещё оно попадает в поиск вакансий Google.

Похожие объявления

Ищете сотрудника? Разместите вакансию бесплатно.

Размещение бесплатно