8357 активных вакансий
← Все вакансии

RMSXFEH2 Опубликовано 8 сен 0 просмотров

ჯინო აკვაპარკი

ჯინო აკვაპარკი

წამყვანი ანიმატორი

ჯინო აკვაპარკი внешнее объявление
Тбилиси Полная занятость Другое
По договорённости Приём откликов до

კურორტი თბილისში "ჯინო აკვაპარკი" და დაბადების დღის ცენტრი "ჯინო ჯუნიორი" უკვე 12 წელია საერთაშორისო სტანდარტების შესაბამის გარემოს სთავაზობს სტუმრებს! ადგილი, რომელიც ოთხივე სეზონზე მასპინძლობს ვიზიტორებს და მათ დაუვიწყარ განწყობაზე ზრუნავს, აცხადებს ვაკანსიას წამყვანი ანიმატორის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ბეშენოვას ქ. #9

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:

** ანიმაციური და დაბადების დღის პროგრამების შემუშავება;

** დღის განმავლობაში გასართობი აქტივობების ჩატარების უზრუნველყოფა;

** დაგეგმილი თემატური ღონისძიებებისა და შოუ-პროგრამების მაღალ დონეზე ჩატარება;

** მოცეკვავე ანიმატორების გუნდის დაკომპლექტებაში ჩართულობა და მათი ეფექტური მართვა;

** სტუმრების ინფორმირება აქტივობებთან დაკავშირებით, მათი დაინტერესება და ჩართულობის უზრუნველყოფა;

** სტუმრებისა და იუბილარების მაქსიმალურად პოზიტიურ განწყობაზე ზრუნვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** ქორეოგრაფიული ან თანამედროვე ცეკვების მიმართულებით გამოცდილება;

** ანიმაციის ან გასართობი პროგრამების მიმართულებით მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

შემოგვიერთდი, თუ ხარ:

** სუპერკომუნიკაბელური და ენერგიული;

** ხალისიანი და პოზიტიური.

ჩვენ გთავაზობთ:

** მეგობრულ და დინამიკურ სამუშაო გარემოს;

** კონკურენტულ, შედეგზე და ღონისძიების ჩატარებაზე მიბმულ ანაზღაურებას;

** დამატებით ბენეფიტებს (კვება, კომპანიის სერვისებით, მათ შორის აკვაპარკით სარგებლობის შესაძლებლობა).

პერსონალურ მონაცემთა დაცვა:

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებსაც. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ კომპანიამ დაამუშაოს და შეინახოს თქვენი პერსონალური მონაცემები 1 წლის განმავლობაში. დამსაქმებელმა თქვენი რეზიუმე შესაძლოა განიხილოს სხვა, რელევანტური ვაკანსიის შემთხვევაშიც.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე:

გთხოვთ, სათაურის ველში (Subject) აუცილებლად მიუთითოთ პოზიციის დასახელება: "წამყვანი ანიმატორი"

გისურვებთ წარმატებას!

Поделиться этой страницей FacebookTelegramLinkedInX

Пожаловаться

Это ваше объявление?

Мы публикуем копию этого объявления, чтобы его нашли те, кто ищет работу в Грузии, со ссылкой на первоисточник. Если оно ваше, вы можете взять управление им на себя, или попросить нас его снять.

Полученное объявление становится прямым: показывается выше зеркальных копий, отклики приходят в вашу панель, а объявление попадает в поиск вакансий Google.

О работодателе
ჯინო აკვაპარკი
Похожие объявления

Нанимайте в Грузии без лишних хлопот

Бесплатно для всех