სამეურნეო და ტექნიკური უზრუნველყოფის სპეციალისტი
"ვეიპ რუმი" აცხადებს ვაკანსიას სამეურნეო და ტექნიკური უზრუნველყოფის სპეციალისტის თანამდებობაზე.
ადგილმდებარეობა: თბილისი სამუშაო გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, შაბათ-კვირა არის სამუშაო დღეები, ხოლო ორი დასვენების დღე შეირჩევა სამუშაო კვირის განმავლობაში.
ძირითადი მოვალეობები
- კომპანიის მცირეფასიანი და ტექნიკური საშუალებების შესყიდვისა და მომარაგების პროცესის უზრუნველყოფა და შესყიდული ტექნიკური საშუალებებისა და ინვენტარის შესაბამისი დოკუმენტური დასაბუთება;
- პროდუქციის მარაგებისა და ინვენტარის შიდა გადაადგილების უზრუნველყოფა კომპანიის ობიექტებს შორის;
- კომპანიის გაუმართავი და ხარვეზიანი საშუალებების ოპერატიული გამოვლენა და რემონტი;
- შენობა-ნაგებობებში არსებული კომუნალური (ელექტროენერგია, გაზი, წყალმომარაგება) სისტემების გამართული მუშაობის მეთვალყურეობა;
- კომპანიის მატერიალურ-ტექნიკური საშუალებების აღრიცხვა, მოვლა-პატრონობა და რეგულარული კონტროლი;
- ობიექტებში განლაგებული ინვენტარის (მაგიდები, სკამები, ვიტრინები და ა.შ.) სამუშაო პროცესისთვის მომზადება და მწყობრში მოყვანა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- სატრანსპორტო საშუალება: საკუთარი ავტომობილი და მართვის მოწმობა.
- პიროვნული თვისებები: პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ორგანიზებულობა და შრომისმოყვარეობა.
ანაზღაურება
- საბაზისო ხელფასი: 1700 ლარი
- ავტომობილის ცვეთა: 200 ლარი
- პარკირება: 100 ლარი
- საწვავი: 120 ლიტრი
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე ან დაგვიკავშირდით ნომერზე.