Заработок

Приводите людей на findjobs.ge и получайте 5⁠–⁠25% от их оплат. Начать бесплатно, оплата за результат.

← Все вакансии

RZX23DG3 Опубликовано 11 ноя Просмотров: 0

მთავარი ბუღალტერი

ბეგი გროს ჯგუფი внешнее объявление
₾2000 / мес Приём откликов до 12 дек
Войти и откликнуться

კომპანიის შესახებ

შპს "ბეგი გროს ჯგუფი" წარმოადგენს სამშენებლო კომპანიას, რომელიც ახორციელებს სხვადასხვა მასშტაბის სამშენებლო და საინჟინრო პროექტებს.

კომპანია აცხადებს ვაკანსიას მთავარი ბუღალტრის პოზიციაზე. ვეძებთ გამოცდილ და პასუხისმგებლობიან პროფესიონალს, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის სრულ საბუღალტრო აღრიცხვას, საგადასახადო ვალდებულებების შესრულებასა და მიმდინარე სამშენებლო პროექტების ფინანსურ კონტროლს.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ოფისი სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი, სრული განაკვეთი ანაზღაურება: 2000 ლარიდან (გამოცდილებისა და კვალიფიკაციის შესაბამისად)

ძირითადი მოვალეობები

  • კომპანიის სრული საბუღალტრო აღრიცხვის წარმოება და კონტროლი;
  • საგადასახადო დეკლარაციების მომზადება და დროული წარდგენა;
  • დღგ-ის, მოგების, საშემოსავლო და სხვა გადასახადების აღრიცხვა;
  • საბანკო ოპერაციებისა და ანგარიშსწორებების წარმოება;
  • სამშენებლო ობიექტების მიხედვით შემოსავლებისა და ხარჯების აღრიცხვა;
  • შესრულებული სამუშაოების აქტებისა (ფორმა №2) და მასალების ხარჯვის დოკუმენტაციის (ფორმა №3) ფინანსური კონტროლი;
  • სამშენებლო მასალების შესყიდვის, გადაადგილების, ნაშთებისა და ჩამოწერის აღრიცხვა;
  • მომწოდებლებთან და ქვეკონტრაქტორებთან ანგარიშსწორებების კონტროლი;
  • დებიტორული და კრედიტორული დავალიანებების მართვა;
  • თანამშრომელთა ხელფასების, ავანსებისა და გადასახადების დარიცხვა;
  • დამკვეთებისგან მიღებული ავანსებისა და მათი დაქვითვების აღრიცხვა;
  • საბანკო გარანტიებთან დაკავშირებული ფინანსური ოპერაციების აღრიცხვა;
  • თითოეული სამშენებლო პროექტის ფაქტობრივი დანახარჯებისა და ფინანსური შედეგების კონტროლი;
  • კომპანიის ხელმძღვანელობისთვის ყოველთვიური ფინანსური ანგარიშგების მომზადება;
  • საბუღალტრო დოკუმენტაციის მოწესრიგება და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები

  • მინიმუმ 5-წლიანი სამუშაო გამოცდილება სამშენებლო ბუღალტერიაში — აუცილებელია;
  • სამშენებლო კომპანიის საბუღალტრო პროცესების საფუძვლიანი ცოდნა;
  • Balance-ის ან ORIS-ის პრაქტიკული ცოდნა — უპირატესობა მიენიჭება Balance-ს;
  • საქართველოს საგადასახადო კანონმდებლობის საფუძვლიანი ცოდნა;
  • ფორმა №2-ის, ფორმა №3-ისა და სამშენებლო მასალების აღრიცხვის სპეციფიკის ცოდნა;
  • RS.ge-ის ელექტრონულ სისტემაში დამოუკიდებლად მუშაობის გამოცდილება;
  • Microsoft Excel-ის კარგი ცოდნა;
  • შესაბამისი უმაღლესი განათლება;
  • დამოუკიდებლად მუშაობისა და რამდენიმე პროექტის ერთდროულად მართვის უნარი.

სამუშაო პირობები

  • სრული სამუშაო განაკვეთი — ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
  • სამუშაოს შესრულება კომპანიის ოფისში, თბილისში;
  • ანაზღაურება — 2000 ლარიდან, კანდიდატის გამოცდილებისა და კვალიფიკაციის მიხედვით;
  • სტაბილური და გრძელვადიანი თანამშრომლობის შესაძლებლობა.

განაცხადის გაგზავნა

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV, სათაურით "მთავარი ბუღალტერი — ბეგი გროს ჯგუფი".

გთხოვთ, გამოგვეხმაურონ მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებსაც აქვთ სამშენებლო სექტორში მუშაობის შესაბამისი გამოცდილება და შეუძლიათ სრულ განაკვეთზე, ოფისიდან მუშაობა.

Поделиться этой страницей FacebookTelegramLinkedInX

Пожаловаться

Вам угрожает опасность прямо сейчас? Звоните 112.

Заработок Знаете, кому подойдёт эта вакансия?Отправьте её по своей ссылке: друзья, которые придут и откликнутся, принесут вам очки, а одобренные партнёры зарабатывают деньги. Заработок с нами →
Это ваше объявление?

Мы публикуем копию этого объявления, чтобы его нашли те, кто ищет работу в Грузии, со ссылкой на первоисточник. Если оно ваше, вы можете взять управление им на себя, или попросить нас его снять.

Полученное объявление становится прямым: неделю после публикации или поднятия показывается выше собранных с других сайтов, его можно редактировать, поднимать и закрывать, а ещё оно попадает в поиск вакансий Google.

Похожие объявления

Ищете сотрудника? Разместите вакансию бесплатно.

Размещение бесплатно