8799 активных вакансий
← Все вакансии

SGPZHBP3 Опубликовано 11 сен 1 просмотров

კონტაქტჰოუმი

კონტაქტჰოუმი

მოლარე-ოპერატორი

კონტაქტჰოუმი внешнее объявление
Зугдиди Полная занятость Финансы / бухгалтерия
₾1000 / мес Приём откликов до

"Kontakt"-ი არ არის უბრალოდ ტექნიკის მაღაზია -ეს არის თანამედროვე სივრცე, სადაც თავმოყრილია საყოფაცხოვრებო ტექნიკის, ციფრული ტექნიკისა და ტექსტილის დიდი არჩევანი!

ჩვენ ვთანამშრომლობთ მსოფლიოს 30-ზე მეტ გიგანტთან (Samsung, LG, Bosch, Huawei, Realme, Sony, Hoffmann და სხვა).

უკვე 250-ზე მეტი პროფესიონალი ქმნის ჩვენს წარმატებას და ჩვენი ზრდის ტემპი არ ჩერდება.

ჩვენ არ ვეძებთ უბრალოდ თანამშრომლებს, ჩვენ ვეძებთ პარტნიორებს, რომელთა პიროვნულ და კარიერულ განვითარებაზე ზრუნვა ჩვენი პრიორიტეტია.

სამუშაო ადგილი: ზუგდიდი

ვეძებთ დეტალებზე ორიენტირებულ მოლარე-ოპერატორს, რომელიც შემოუერთდება ჩვენს გუნდს.

თქვენი ძირითადი მოვალეობები იქნება:

** მომხმარებლისთვის სწრაფი, ეფექტური და მაღალი სტანდარტის მომსახურების გაწევა;

** სალარო ოპერაციების ზუსტი აღრიცხვა და პროგრამული გატარება;

** ნაღდი და უნაღდო ანგარიშსწორების პროცედურების სრული დაცვა;

** პროდუქციის ფასის გადამოწმება და ნივთის გატარება;

** ფინანსური დოკუმენტაციის წარმოება (მათ შორის დაბრუნების შემთხვევაში) და დღის დახურვა;

** ფულადი ნაშთების კონტროლი.

** უშუალო ხელმძღვანელის მიერ მოცემული სხვა დავალებებს, რომლებიცგამომდინარეობს პოზიციის მიზნებიდან და კომპანიის ინტერესებიდან;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

** მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება;

** MS Office პროგრამების ცოდნა სამომხმარებლო დონეზე;

** ინგლისური ან რუსული ენის ცოდნა სასაუბრო დონეზე;

** ეფექტური კომუნიკაციის უნარი და პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.

რას გთავაზობთ ჩვენ? ჩვენ ვზრუნავთ ჩვენი გუნდის წევრებზე და გთავაზობთ ბაზარზე ერთ-ერთ საუკეთესო პირობებს:

** ანაზღაურება: 1000 ₾ + ბონუსი;

** სამუშაო გრაფიკი: 10:00-19:00 ან 12:00-21:00, კვირაში 5 დღე (2 დასვენების დღე შეთანხმებით);

** ჯანმრთელობა: კორპორატიული დაზღვევა (ინდივიდუალური და საოჯახო პაკეტები);

** ჯანსაღი ცხოვრება: Fitpass;

** დამატებითი დასვენება: წელიწადში 3 ანაზღაურებადი Day Off;

** განვითარება: კარიერული წინსვლისა და დაწინაურების რეალური შესაძლებლობა.

დაინტერესდით? გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: სათაურის ველში ("Subject") აუცილებლად მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება: "მოლარე-ოპერატორი".

განაცხადების მიღების ბოლო ვადა: 11 ოქტომბერი, 2026 წელი.

გისურვებთ წარმატებას!

** * მოთხოვნილი დოკუმენტის/ინფორმაციის გადმოგზავნით დასაქმების მსურველი ადასტურებს, რომ მის მიერ მიწოდებული ინფორმაცია/დოკუმენტაცია არის უტყუარი. დამსაქმებელი იღებს ვალდებულებას მოპოვებული ინფორმაცია დაამუშაოს (მოცემული ან სხვა რელევანტური ვაკანსიისათვის) იმ მოცულობით და ფარგლებში, რომელიც საჭიროა მიზნის მისაღწევად, 1 (ერთი) წლის ვადით, ხოლო ნებისმიერი სადავო საკითხის შემთხვევაში, შესაბამისი დავის დასრულებამდე. კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.

გთხოვთ, მხოლოდ იმ შემთხვევაში გამოეხმაუროთ ვაკანსიას და გამოგვიგზავნოთ თქვენი მონაცემები, თუ თქვენ ეთანხმებით ზემოაღნიშნულ პირობებს.

Поделиться этой страницей FacebookTelegramLinkedInX

Пожаловаться

Это ваше объявление?

Мы публикуем копию этого объявления, чтобы его нашли те, кто ищет работу в Грузии, со ссылкой на первоисточник. Если оно ваше, вы можете взять управление им на себя, или попросить нас его снять.

Полученное объявление становится прямым: показывается выше зеркальных копий, отклики приходят в вашу панель, а объявление попадает в поиск вакансий Google.

О работодателе
კონტაქტჰოუმი
Похожие объявления

Нанимайте в Грузии без лишних хлопот

Размещение бесплатно