პრისეილერი
Coffee Store Distribution LLC აცხადებს ვაკანსიას პრისეილერის პოზიციაზე თბილისში.
თუ ხარ აქტიური, კომუნიკაბელური, პასუხისმგებლიანი და გაყიდვების სფეროში განვითარება გსურს, შემოგვიერთდი ჩვენს გუნდში!
ძირითადი მოვალეობები
- არსებული სავაჭრო ობიექტების რეგულარული მონახულება და მომსახურება;
- ახალი კლიენტების მოძიება და მოზიდვა;
- კომპანიის პროდუქციის შეთავაზება და შეკვეთების მიღება;
- გაყიდვების ყოველთვიური გეგმის შესრულება;
- კლიენტებთან საქმიანი ურთიერთობების განვითარება და შენარჩუნება;
- ყოველდღიური სამუშაო ანგარიშგება.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
- სასურველია FMCG ან HoReCa სექტორში მუშაობის გამოცდილება;
- კომუნიკაციისა და მოლაპარაკების კარგი უნარები;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- ორგანიზებულობა და შედეგზე ორიენტირებულობა;
- მართვის მოწმობა (B კატეგორია).
ჩვენ გთავაზობთ
- ფიქსირებულ ყოველთვიურ ანაზღაურებას
- დამატებით ყოველთვიურ ბონუსს გაყიდვების შედეგების მიხედვით;
- კორპორატიულ მობილურ კავშირს;
- სტაბილურ სამუშაო გარემოს;
- პროფესიული და კარიერული განვითარების შესაძლებლობას.
სამუშაო პირობები
- სამუშაო ადგილი: თბილისი;
- სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი–პარასკევი;
- სამუშაო საათები: 10:00–19:00;
- საკუთარი ავტომობილი საჭირო არ არის — კომპანია უზრუნველყოფს ტრანსპორტით.
დაინტერესების შემთხვევაში: მისამართი: თბილისი, დიღმის მასივი, ევგენი მიქელაძის ქუჩა №9
შემოუერთდი Coffee Store Distribution-ის გუნდს