Заработок

Приводите людей на findjobs.ge и получайте 5⁠–⁠25% от их оплат. Начать бесплатно, оплата за результат.

← Все вакансии

SYJ5CQ1Q Опубликовано 20 ноя Просмотров: 22

ელექტრონული კომერციის სპეციალისტი

მიჰაუსი внешнее объявление
₾1200 / мес Войти и откликнуться

Опубликовано 20 ноя (осталось 30 дн.) Приём откликов до 20 дек

მიჰაუსი - ამიერკავკასიაში ყველაზე დიდი სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტია. ჩვენთან შეხვდებით 60 000-მდე დასახელების პროდუქციას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან. "მიჰაუსი" მომხმარებელს სთავაზობს კომფორტულ გარემოსა და ორიგინალურ კონცეფციას, ფართო ასორტიმენტს, ცნობილ და მსოფლიოს წამყვან ბრენდებს შოურუმში.

სამშენებლო და სარემონტო მასალების ჰიპერმარკეტი "მიჰაუსი" აცხადებს ვაკანსიას ელექტრონული კომერციის სპეციალისტის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ჰუალინგ პლაზა, ვაზისუბანი ანაზღაურება: 1200 ლარი (NET) გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე, ჰიბრიდული სამუშაო რეჟიმი.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები

  • კომპანიის ვებგვერდისა და სხვა ელექტრონული კომერციის პლატფორმების ყოველდღიური მონიტორინგი და გამართული ფუნქციონირების უზრუნველყოფა;
  • პლატფორმებზე ტექნიკური ხარვეზების იდენტიფიცირება, შესაბამის გუნდებთან კომუნიკაცია და მათი აღმოფხვრის პროცესის მონიტორინგი;
  • პროდუქციის ფოტოების, აღწერილობების, მახასიათებლების, ფასებისა და სხვა საინფორმაციო მასალების დროული განახლება;
  • მარკეტინგული აქციებისა და სპეციალური შეთავაზებების ვებგვერდზე განთავსება, ტექნიკური გამართვა და შესაბამისი ცვლილებების ასახვა;
  • ონლაინ შეკვეთების მიღება, დამუშავება და შესაბამის სისტემებში ასახვა სხვადასხვა გაყიდვების არხიდან;
  • 1C პროგრამაში შესაბამისი ოპერაციების შესრულება და შეკვეთების მონაცემების სიზუსტის კონტროლი;
  • საჭიროების შემთხვევაში მომხმარებლებთან კომუნიკაცია და პრობლემური შემთხვევების შესაბამის პასუხისმგებელ პირებთან გადამისამართება;
  • ელექტრონული კომერციისა და ციფრული მარკეტინგის გუნდებთან თანამშრომლობა ყოველდღიური პროცესების ეფექტიანად წარმართვის მიზნით;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები და უნარები

  • ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებულობა;
  • ეფექტური კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარი;
  • ელექტრონული კომერციის ან ონლაინ გაყიდვების სფეროში გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • 1C პროგრამასთან მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე 2026 წლის 20 დეკემბრის ჩათვლით აღნიშნულ ელექტრონულ მისამართზე და სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში კომპანია უფლებას იტოვებს არ განიხილოს თქვენი კანდიდატურა.

გაცნობებთ, რომ შპს "ჰუალინგ-სამშენებლო მასალების ჰიპერმარკეტი" ამუშავებს კანდიდატის პერსონალურ მონაცემებს ვაკანსიაზე შესაბამისობის შეფასების მიზნით, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. CV-ის გამოგზავნა გულისხმობს მონაცემების გადაცემას და მათი დამუშავების სამართლებრივი საფუძვლის არსებობას (მათ შორის თანხმობა/წინასახელშეკრულებო ურთიერთობა). მონაცემები ინახება შერჩევის დასრულებამდე, ხოლო კანდიდატის შემთხვევაში, რომლის შერჩევაც არ მოხდება, არაუმეტეს 1 წლის ვადით (სამომავლო ვაკანსიებისთვის, თანხმობის საფუძველზე); დასაქმების შემთხვევაში შრომითი ურთიერთობის განმავლობაში და მისი შეწყვეტიდან არაუმეტეს 3 წლის ვადით. კანდიდატს უფლება აქვს მოითხოვოს მის მონაცემებზე წვდომა, გასწორება, წაშლა ან დამუშავების შეზღუდვა, აგრეთვე გააუქმოს თანხმობა.

Поделиться этой страницей FacebookTelegramLinkedInX

Пожаловаться

Вам угрожает опасность прямо сейчас? Звоните 112.

Заработок Знаете, кому подойдёт эта вакансия?Отправьте её по своей ссылке: друзья, которые придут и откликнутся, принесут вам очки, а одобренные партнёры зарабатывают деньги. Заработок с нами →
Это ваше объявление?

Мы публикуем копию этого объявления, чтобы его нашли те, кто ищет работу в Грузии, со ссылкой на первоисточник. Если оно ваше, вы можете взять управление им на себя, или попросить нас его снять.

Полученное объявление становится прямым: неделю после публикации или поднятия показывается выше собранных с других сайтов, его можно редактировать, поднимать и закрывать, а ещё оно попадает в поиск вакансий Google.

Похожие объявления

Ищете сотрудника? Разместите вакансию бесплатно.

Размещение бесплатно