8824 активных вакансий
← Все вакансии

T0WWVP3F Опубликовано 31 авг 10 просмотров

მოლარე-ოპერატორი

საქართველოს ბანკი внешнее объявление
Марнеули Полная занятость Финансы / бухгалтерия
По договорённости Приём откликов до

ჩვენი, საქართველოს ბანკის მისიაა, წარმატებული ქვეყნის წამყვანი ბანკი ვიყოთ და ყველაფერი, რასაც, როგორც და რატომაც ვაკეთებთ - ამ მთავარ მისიას ემსახურება. როგორც მუდმივად განვითარებაზე ორიენტირებული ორგანიზაცია, ჩვენ ხელს ვუწყობთ თანამშრომლებს, აღმოაჩინონ საკუთარი პოტენციალის მაქსიმუმი, რადგან გვჯერა რომ შესაძლებლობები უსაზღვროა.

სს „საქართველოს ბანკის“ საცალო ფილიალების ქსელის მართვის დეპარტამენტი აცხადებს ვაკანსიას მოლარე-ოპერატორის პოზიციაზე შემდეგ რეგიონებში: მარნეული.

აღნიშნულ პოზიციაზე დასაქმების შემთხვევაში, თქვენ: - მომხმარებლებს ხარისხიან, სწრაფ და კვალიფიციურ მომსახურებას გაუწევთ, მათი მოთხოვნების შესაბამისად; - მომხმარებლის მოთხოვნის შესაბამისად აწარმოებთ სხვადასხვა ოპერაციას, როგორებიცაა: ვალუტის გაცვლითი ოპერაციები, ნაღდი ფულის შემოსავლის/გასავლის/გადარიცხვის შესრულება, ფულადი გზავნილების გაგზავნა/მიღება; - მომხმარებლებს შესაბამის კონსულტაციას გაუწევთ, შესთავაზებთ მათზე მორგებულ საბანკო პროდუქტებს და უზრუნველყოფთ გაყიდვების პროცესს;

ჩვენთვის მნიშვნელოვანია თქვენი კვალიფიკაცია: - განათლება:უმაღლესი (სასურველია ეკონომიკის, საბანკო სფეროს მიმართულებით). - სამუშაო გამოცდილება:სასურველია მომსახურების და/ან გაყიდვების სფეროში მუშაობის გამოცდილება.

ცოდნა და უნარები: - კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა; - მომხმარებლების მომსახურების უნარ-ჩვევები (თავაზიანობა, მომხმარებლების დახმარების მზაობის და ყურადღების გამოხატვა, სწორი გადამისამართება, შეცდომების გამოსწორება); - ენების ცოდნა: ქართული – თავისუფლად; სასურველია რუსული და ინგლისური ენების ცოდნა; - ეფექტური კომუნიკაციური უნარები: აზრის არგუმენტირებულად და ნათლად გამოხატვა; - გაყიდვების წარმოების ეფექტური უნარი; - შესრულების სისწრაფე, ყურადღება დეტალების მიმართ, ლოგიკური აზროვნება, ორგანიზებულობა, კარგი მეხსიერება.

ჩვენ გთავაზობთ: - დარიცხულ ხელფასს + ყოველთვიურ ბონუსს, გაყიდვების შედეგების შესაბამისად; - ტრენინგებს კარიერული განვითარებისთვის (ტრენინგების დაწყებიდანვე ფორმდება ხელშეკრულება და ინიშნება ანაზღაურება); - კომფორტულ სამუშაო ადგილს: სტანდარტულ სერვის ცენტრში ან მეტროს სადგურებში მდებარე Express სერვის ცენტრში;

გახდი საქართველოს ბანკის გუნდის ნაწილი და გამოიყენე შენი პოტენციალი ბოლომდე, არასდროს რომ არ გაჩერდე

ვაკანსიის დეტალური აღწერა გთხოვთ იხილოთ მოცემულ ბმულზე: https://jsc-bank-of-georgia.hirehive.com/molare-operatori-marneuli-marneuli-q6doNI?source=Hr.ge

რეზიუმეების მიღების ბოლო ვადაა, 14 სექტემბერი, 2026.

Поделиться этой страницей FacebookTelegramLinkedInX

Пожаловаться

Это ваше объявление?

Мы публикуем копию этого объявления, чтобы его нашли те, кто ищет работу в Грузии, со ссылкой на первоисточник. Если оно ваше, вы можете взять управление им на себя, или попросить нас его снять.

Полученное объявление становится прямым: показывается выше зеркальных копий, отклики приходят в вашу панель, а объявление попадает в поиск вакансий Google.

О работодателе
საქართველოს ბანკი
Похожие объявления

Нанимайте в Грузии без лишних хлопот

Бесплатно для всех