კონდიტერი, დიასახლისი - საღამოს ცვლა
Опубликовано 17 ноя (осталось 30 дн.) Приём откликов до 17 дек
"Ganjina Dessert Shop" აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:
1. კონდიტერი - საღამოს ცვლა.
სამუშაო გრაფიკი: 13:00-21:00
ძირითადი მოვალეობები
- საკონდიტრო ვიტრინების შევსება
- სხვადასხვა სახის საკონდიტრო კრემების მომზადება
- მომდევნო დღის წარმოებისთვის საჭირო მოსამზადებელი სამუშაოების (Prep) შესრულება
- რეცეპტურისა და ტექნოლოგიური პროცესების დაცვა
- სამუშაო სივრცის სისუფთავისა და ჰიგიენური ნორმების დაცვა
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- საკონდიტრო სფეროში მუშაობის გამოცდილება მინიმუმ 1 წელი
- ინგრედიენტებთან და საკონდიტრო ტექნოლოგიებთან მუშაობის ცოდნა
- პასუხისმგებლობის გრძნობა და ყურადღება დეტალების მიმართ
- ორგანიზებულობა და გუნდური მუშაობის უნარი
ჩვენ გთავაზობთ
- სტაბილურ სამუშაო გარემოს
- მეგობრულ და პროფესიონალურ გუნდს
- განვითარების შესაძლებლობას
ანაზღაურება: 9-11 ლარი საათში გამოცდილების მიხედვით
2. დიასახლისი
სამუშაო გრაფიკი: 17:00-22:00 სამუშაო ცვლა: საღამო
ძირითადი მოვალეობები
- ჭურჭლის რეცხვა და სისუფთავის დაცვა
- სამზარეულოსა და სამუშაო სივრცეების დასუფთავება
- ჰიგიენური და სანიტარული ნორმების დაცვა
- სამუშაო სივრცის მოწესრიგება ცვლის დასრულებისას
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- პასუხისმგებლობის გრძნობა
- სისუფთავისა და წესრიგის დაცვა
- პუნქტუალურობა და ორგანიზებულობა
- გუნდური მუშაობის უნარი
ჩვენ გთავაზობთ
- სტაბილურ სამუშაო გარემოს
- მეგობრულ გუნდს
- შეთანხმებულ და ფიქსირებულ სამუშაო გრაფიკს
ანაზღაურება: 7.5 ლარი საათში
დაინტერესების შემთხვევაში გამოგვიგზავნეთ CV ან დაგვიკავშირდით.