Вакансий 8 950
← Все вакансии

T64E953W Опубликовано 2 окт Просмотров: 6

ჯიარჯი

ჯიარჯი

შესყიდვების მენეჯერი

ჯიარჯი внешнее объявление
Тбилиси Полная занятость Логистика / водители
Войти и откликнуться
По договорённости Приём откликов до 3 ноя

კომპანია "ჯიარჯი" 2013 წელს დაფუძნებული და წარმოადგენს ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებასა და მათთან დაკავშირებული პროდუქციის წარმოებაზე სპეციალიზებულ, დინამიურად მზარდ კომპანიას.

დღეს "ჯიარჯი" წარმატებით ახორციელებს პროექტებს აღმოსავლეთ, დასავლეთ და ჩრდილოეთ საქართველოს მასშტაბით. კომპანიის საკუთრებაშია უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ასფალტ-ბეტონის საწარმოები, თანამედროვე სტანდარტებზე მორგებული საგზაო ტექნიკა და სრულად დანერგილი ხარისხის კონტროლის სისტემები.

კომპანია "ჯიარჯი" აცხადებს ვაკანსიას შესყიდვების მენეჯერის პოზიციაზე.

ძირითადი მოვალეობები:

  • შესყიდვების სტრატეგიის დაგეგმვა და განხორციელება კომპანიის მიმდინარე და სამომავლო პროექტების საჭიროებების შესაბამისად;
  • სამშენებლო მასალების, საწვავის, ტექნიკისა და სათადარიგო ნაწილების მოძიება, შეფასება და შეძენა საუკეთესო ფინანსურ და ხარისხობრივ პირობებში;
  • ბაზრის მუდმივი მონიტორინგი, ახალი პარტნიორების მოძიება და გრძელვადიანი ურთიერთობების ჩამოყალიბება;
  • ფასების ანალიტიკა და ოპტიმიზაცია კომპანიის სტრატეგიის მიხედვით;
  • ფასების, პირობებისა და მიწოდების ვადების შესახებ მოლაპარაკებების წარმოება;
  • მიმწოდებლებთან მიღება-ჩაბარების აქტებისა და სხვა პირველადი დოკუმენტაციის სათანადო წესით გაფორმებისათვის საჭირო ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი სამსახურისთვის;
  • შეყიდული პროდუქციის სატრანსპორტო გადაზიდვის დოკუმენტაციის მომზადება და მარშრუტების მონიტორინგი;
  • შესყიდვების პროცესის სრული ადმინისტრირება;
  • კლიენტების დებიტორული დავალიანების მუდმივი კონტროლი;
  • საქონლის მუდმივად არსებობის უზრუნველყოფა, მათი დეფიციტის წარმოშობის თავიდან აცილების მიზნით;
  • პროექტის მენეჯერებთან, ინჟინრებთან და ლოგისტიკის სამსახურის თანამშრომლებთან კოორდინირებული ურთიერთობა;
  • მიმდინარე სამუშაოების შესახებ პერიპდული ანგარიშის წარდგენა მენეჯმენტთან.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:

  • უმაღლესი განათლება ფინანსების, ეკონომიკის და/ან ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით ჩაითვლება უპირატესობად;
  • მომიჯნავე პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-3 წლიანი გამოცდილება;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (MS Office);

პიროვნული თვისებები:

  • კომუნიკაციისა და მოლაპარაკებების ძლიერი უნარები;
  • ზეპირი და წერითი კომუნიკაციის უნარები;
  • დაგეგმვისა და ორგანიზების უნარი;
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი;
  • გუნდურად და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებული.

დაინტერესებულ კანდიდატებს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV (რეზიუმე) ელფოსტაზე. სათაურის ველში, გთხოვთ, მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება: "ტრანსპორტის მენეჯერი" ან დაგვიკავშირდით ნომერზე.

გისურვებთ წარმატებას!

გაცნობებთ, რომ აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ შპს "ჯიარჯი"-მ განახორციელოს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების დამუშავება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 3 (სამი) თვის ვადით.

ასევე, თქვენს მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა არ იქნეს განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, ვაკანსიის მოთხოვნებიდან გამომდინარე ან გადავიდეს რეზერვში სხვა რელევანტურ ვაკანსიაზე. იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, ესტუმრეთ ვებსაიტი: https://grgroup.ge

Поделиться этой страницей FacebookTelegramLinkedInX

Пожаловаться

Это ваше объявление?

Мы публикуем копию этого объявления, чтобы его нашли те, кто ищет работу в Грузии, со ссылкой на первоисточник. Если оно ваше, вы можете взять управление им на себя, или попросить нас его снять.

Полученное объявление становится прямым: неделю после публикации или поднятия показывается выше собранных с других сайтов, его можно редактировать, поднимать и закрывать, а ещё оно попадает в поиск вакансий Google.

О работодателе
ჯიარჯი
Похожие объявления

Ищете сотрудника? Разместите вакансию бесплатно.

Размещение бесплатно